workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ანსუ ფატი ევროპის მე-6 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ანსუ ფატი ევროპის მე-6 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ცოტა ხნის წინ, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (Godeln Boy) დასახელდა. ეს ჯილდო მადრიდის “ატლეტიკოს” პორტუგალიელმა შემტევმა, ჟოაუ ფელიშმა დაიმსახურა.

საუკეთესო 21-წლამდელთა შორის მოხვდა “ბარსელონას” 17 წლის შემტევი ანსუ ფატი, რომელიც, 49 ხმით, მე-6 ადგილზე გავიდა.

2019 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

# ფეხბურთელი კლუბი ქულა
1 ჟოაუ ფელიში ბენფიკა/ატლეტიკო 332
2 ჯეიდონ სანჩო დორტმუნდი 175
3 კაი ჰავერცი ლევერკუზენი 75
4 ერლინგ ჰოლანდი ზალცბურგი 74
5 მატიას დე ლიხტი აიაქსი/იუვენტუსი 71
6 ანსუ ფატი ბარსელონა 49
7 ფილ ფოდენი მანჩესტერ სიტი 46
8 ჯანლუიჯი დონარუმა მილანი 37
9 ნიკოლო ძანიოლო რომა 36
10 დონიელ მალენი პსვ 35

Golden Boy ახალგაზრდა, 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის დაწესებული ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ეს ჯილდო, 2003 წელს, Tuttosport-მა დააარსა. გამარჯვებულს ევროპის წამყვანი 12 სპორტული გამოცემის ჟურნალისტები ავლენენ. ჯილდოს პირველი გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა. “ბარსელონადან” ერთადერთი, რომელსაც ეს ჯილდო მოუგია, ლიონელ მესია. ლეო ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 2005 წელს, 18 წლის ასაკში დასახელდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 27 ნოე 2019, 19:17
    #3

    ნეტა ფელიში დავითრიოთ უმაგრესი ბიჭია ვიცოდი რო ეგ აიღებდა მაგ ჯილდოს

  • გიგა 8
    schedule 27 ნოე 2019, 18:40
    #2

    ცოტა ხანში ფატიც მოიგებს.

  • BEQA BARCA
    schedule 27 ნოე 2019, 18:14
    #1

    ხოდა პირველადგილოსანი ბევრი გვიმრავლოს.