workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“კულეებო”, ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე “კოპა დელ რეის” ფინალის შემდეგ, სადაც ფორტუნამ ზურგი გვაქცია და თასი მადრიდის “რეალს” გადასცა. ნუთუ ბედის უკუღმართობაა არ არის ის, რომ 100 წუთი გაატარო მეტოქის საჯარიმოში, ოპონენტი მიაჯაჭვო კარის ხაზს და მატჩი წააგო 103–ე წუთზე? არა, ამას სხვას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. პირველი ტაიმი მართლაც არ იყო წარმატებული, გავიხსენოთ კრიშტიანო რონალდოს ერთი–ერთზე გასვლა, მაგრამ მცველებმა გაანეიტრალეს, ხოლო ამ თამაშში ყველაზე სახიფათო მომენტი, რომელიც დედაქალაქელებმა შექმნეს იყო პირველ ტაიმში. ვგულისხმობ პეპეს თავურს, როდესაც ძელმა გადაგვარჩინა. მაგრამ რომელ ეპიზოდს გაიხსენებდით კიდევ ასეთს მადრიდელთა შესრულებით? ასეთი მომენტი ნამდვილად აღარ ჰქონიათ, ხოლო ამ დროს რას შვებოდა “ბარსელონა”? საკუთარი კარის დაცვით იყო დაკავებული? არა, არა, ისინი ემზადებოდნენ მეორე ტაიმისთვის. ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც “კულეებს” სურდათ, ათამაშდა ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ჩავი ერნანდესი და სხვა. მოდით გავიხსენოთ ლიონელ მესის ეპიზოდი, როდესაც ნახევარი სტადიონი გაირბინა, გზად 5–6 ფეხბურთელი “იმსხვერპლა” და ერთი ერთზე გაიყვანა პედრო, რომელმაც გოლი შეაგდო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ თამაშგარე იყო. კიდევ რომელი ეპიზოდი გავიხსენოთ? ინიესტასი, დანი ალვესის, პედროსი, მესისი, პიკესიე? უმარავი ეპიზოდი შეიქმნა და სეუ ჟოზე  აცხადებს, რომ თამაში თანაბარი იყო. რას გულისხმობს? იმას რომ იკერ კასილიასი მართლაც უმაღლესი დონის მეკარეა? მხოლოდ ამას და პეპეს თავურს? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

 

მეგობრებო! ჩვენ ვართ “ბარსელონას” გულშემატკივრები და გვმართებს მანამ ვუგულშემატკივროთ ჩვენს კლუბს, სანამ დასჭირდება. ასეთია ჩვენი მოვალეობა, რადგანაც სხვა არაფერი შეგვიძლია, მხურვალე მხარდაჭერის გარდა. ამ ერთი თასის მოგებით არ სრულდება ყველაფერი. ჩვენ გავინაღდეთ ლა ლიგა მეორე ტურის დასაწყისიდან. ნუთუ ეს უფრო არ მეტყველებს იმაზე, თუ რომელი კლუბია უფრო ძლიერი? ასეთ მრავალტურიან ჩემპიონატჩი გავინაღდეთ ჩემპიონობა და მხოლოდ ამ ერთი ფინალის გამო ჩამოვყაროთ ყურები? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მჯერა ჩვენი ბიჭების, ისინი არაფერს დათმობენ უბრძოლველად. ახლა მათ ჯოჯოხეთად უნდა უქციონ მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი. Visca El Barca !

 

გავიხსენოთ კარგი ეპიზოდებიც, მხოლოდ ცუდზე ნუ ვიფიქრებთ, ეს “ბარსელონაა” და აქ კარგი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი, რადგანაც ეს მეტია, ვიდრე კლუბი. Mes Que Un Club !

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ არ უნდა დაუდგე ასეთ ხალხს გვერდში? ეს ხომ “ბარსელონაა”. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, კანის ფერს, წარმომავლობასა და ა.შ. თუ ამ ოჯახის წევრი ხდები, მაშინ ყოველ მატჩში განიცდი უდიდესი, ენით აუწერელ სიამოვნებას. ნამდვილად არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას. ჩავიმ მაგალითად ორგაზმი დაარქვა, ზოგმა – რა, ზოგმა – რა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უხილავი “ვნება” ყველას გვბოჭავს, ნამდვილ “კულეებს” და არ გვაძლევს გვერდზე გახედვის საშუალებას. სწორედ ეს არის ფეხბურთისა და კლუბის სიყვარული. მოდით მეგობრებო, ბოლომდე დავუდგეთ ჩვენს უძლიერეს გუნდს და არ მიაქციოთ არაფერს ყურადღება, იმიტომ, რომ ამ გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ არ ჩერდება და მხოლოდ “კულეთა” მხარდაჭერა ასულდგმულებთ, ხოდა ნუ მოვაკლებთ ამას!

 

FORCA    BARCA !

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward