“პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი “ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის ეკუთვნის.
ფრანგ ფეხბურთელს Der Spiegel-თან ინტერვიუში ჰკითხეს, ვინ იმსახურებს ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს.
“მესი. ინდივიდუალურად, წელს საუკეთესო ის იყო”. – ციტირებს მბაპეს სიტყვებს Goal.com.
როგორც იცით, არგენტინელს ოქროს ბურთი კარიერაში ხუთჯერ აქვს მოგებული, ასეთი შედეგი კი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს. თუ მესი პრიზს წელსაც მიიღებს, ის ერთპიროვნული ლიდერი გახდება.




ჩემი საოცნებო ტრანსფერი 🙁
კაი კაცო ეგ ისედაც ყველამ იცის რო მესის ეკუთვის და მიიღებს კიდეც
რა თქმა უნდა მესიმ უნდა მოიგოს.