ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “მერსისაიდელების” მეკარემ, პეპე რეინამ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსელონასა” და “ლივერპულის” მწვრთნელების მიმართ. მან საკუთარი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს კენი დალგლიშისა და პეპ გვარდიოლას შესახებ.
“მართალია, პეპ გვარდიოლა ასაკით ბევრად უმცროსია დალგლიშზე, თუმცა მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივენი იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები და ახლა უკვე მწვრთნელები. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი საკუთარი გუნდის კარგად ცნობაა. პეპ გვარდიოლამ თავიდან ბოლომდე იცის “ბარსელონას” ფილოსოფია, ისევე, როგორც “მეფე კენიმ” – “ლივერპულის”. განაცხადა პეპე რეინამ “LFC Weekly”–თან ინტერვიუში.