workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
6 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის მაურისიო პოჩეტინო “ბარსელონას”

6 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის მაურისიო პოჩეტინო “ბარსელონას”

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო “ბარსელონას” დაუკავშირეს. Forbes-ის ჟურნალისტი ტომ სანდერსონი წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, თუ რატომ არ არის მოსალოდნელი პოჩეტინოს კატალონიურ კლუბში გადასვლა. 

• “ბარსელონა” არ აპირებს, ერნესტო ვალვერდე თანამდებობიდან სეზონის დასრულებამდე გაუშვას;

• ვალვერდეს შემცვლელების ვინაობა უკვე დიდი ხანია სახელდება და მათ შორის რონალდ კუმანი, მარსელო გალიარდო და ერიკ ტენ ჰაგი არიან;

• ლიონელ მესის ფავორიტო მარსელო გალიარდოა, რაც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს;

• მაურისიო პოჩეტინოს ნათქვამი აქვს, რომ მისი და “ბარსელონას” გზები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან და ამ გუნდის გაწვრთნას თავის სამშობლოში ფერმაში მუშაობა ურჩევნია; 

• პოჩეტინოს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი “ბარსას” პრინციპული თანაქალაქელი მეტოქე, “ესპანიოლი” იყო;

• არგენტინელის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნი” ცდილობენ. 

მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემის” სათავეში 2014 წლიდან იყო და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. წინა სეზონში, მან ყველასთვის მოულოდნელად “დეზები” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ბოლო სეზონების განმავლობაში კი პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულის რეგულარულ წევრად იქცა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2019, 11:18
    #6

    ამათი თბილისში ჩამოსვლა მახსოვს, უეფას თასზე 1973/74 სეზონში. ინგლისელმა ფანებმა რო მამალი გაუშვეს მოედანზე, პატარა ვიყავი და ვერაფერი გავიგე რა შუაში იყო მამალი. არსად არ ეწერა რო ამათი ემბლემა იყო, ასეთი რამე მაშინ დიქტორებმაც კი არ იცოდნენ.
    როგორც მახსოვს აქ 1-1 ვითამაშეთ, ლონდონში კი ამოგვტენეს მე მგონი 5-1. რაც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 3 თუ 4 ბურთი თავით გაგვიტანეს.

  • Andres_Iniesta
    schedule 21 ნოე 2019, 23:04
    #5

    ციტატა: buxo
    მეშვიდე მიზეზი ვალვერდეს და ბართუმეუს ფარული სასიყვარულო ურთიერთობაა


    ეგ ყველაზე მთავარია და ყველა ამ 6 არგუმენტემს წყალში ყრის…

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 21 ნოე 2019, 22:39
    #4

    მაგრად არ მევასება და ჩმორიკო მირჩევნია ამის მოსვლას!

  • davidus2020
    schedule 21 ნოე 2019, 21:51
    #3

    ციტატა: buxo
    მეშვიდე მიზეზი ვალვერდეს და ბართუმეუს ფარული სასიყვარულო ურთიერთობაა


    100%მე აბა სხვა ახსნა არ მაქვს

  • M10 S9 D11
    schedule 21 ნოე 2019, 21:47
    #2

    ყველამ გამოცვალა ტრენერი ყველამ რა ვერ შეელიენ ამ ვალვერდეს ესენი დამეგლიჯა ნერვები

  • buxo
    schedule 21 ნოე 2019, 21:35
    #1

    მეშვიდე მიზეზი ვალვერდეს და ბართუმეუს ფარული სასიყვარულო ურთიერთობაა