workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟურავსკი: “ბუკმეკერები ფავორიტად “ბარსას” თვლიან”

ჟურავსკი: “ბუკმეკერები ფავორიტად “ბარსას” თვლიან”

რუსეთის ნაციონალური ბუკმეკერების ასოციაციის დირექტორმა, ოლეგ ჟურავსკიმ, საკუთარ ბლოგზე თავისი აზრები გაუზიარა ხალხს “ბარსელონა”–”რეალის” დაპირისიპირებაზე, რომელიც დღეს გაიმართება 23 საათსა და 30 წუთზე (თბილისის დროით). იგი ფლობს ინფორმაციას გაკეთებული ფსონების შესახებ, სადაც აშკარა ფავორიტი “ლურჯ–ბროწეულისფერთა” გუნდია.

 

“დღევანდელი შეხვედრა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ “ბარსელონასთან” თამაშისას არავინ არ არის ფავორიტი, გარდა ამ გუნდისა. ასე რომ, მსოფლიო ტოტალიზატორებში “ბარსელონას” აქვს 1.47 და “რეალს” 2.5. კატალონიელები ყველა ასპექტში ჯაბნიან “მერენგებს”, გარნდა კარის დაცვისა. სწორედ ეს უნდა გმაოიყენონ მადრიდელებმა. ვიქტორ ვალდესის დუბლიორი, 35 წლის ხოსე მანუელ პინტო, ცნობილია თავისი კვალიფიკაციით, იგი გამოსცემს სასტვენის ხმას არაჩვეულებრივად, რის გამოც მან 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ ხოსეპ გვარდიოლამ სწორედ იგი აირჩია კარის მცველად, ამიტომაც დიდი იმედებია მასზე დამყარებული. არ არის გამორიცხული, რომ ჟოზე მოურინიოს სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, ისევე როგორც შაბათს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “ბარსა” ამისთვისაც მზადაა”. დაასრულა ოლეგ ჟურავსკიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward