ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” პრემიერ ლიგიდან შემოთავაზება უარყო, რაკიტიჩი “იუვენტუსს” უახლოვდება

“ბარსელონამ” პრემიერ ლიგიდან შემოთავაზება უარყო, რაკიტიჩი “იუვენტუსს” უახლოვდება

კატალონიურ Sport-ზე დაყრდნობით Tribuna ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბარსელონამ” პრემიერ ლიგიდან ივან რაკიტიჩის შეძენასთან დაკავშირებით შემოთავაზება უარყო. კლუბი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება მხოლოდ 15 მილიონ ევროს იხდიდა, კატალონიელებს კი სურთ, რომ ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ, სულ მცირე, 35 მილიონი მიიღოს. 

კლუბი კი, რომელიც ამ თანხის გადახდაზე თანახმაა, ტურინის “იუვენტუსია”. თანაც, იტალიურ კლუბში გადასვლა თავად რაკიტიჩის ინტერესებშიც შედის. 

ივან რაკიტიჩის “ბარსელონაში” დიდი ხნით დარჩენა, ფაქტობრივად, გამორიცხულია – სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა პირდაპირ განაცხადა, რომ რაკიტიჩი გუნდის გეგმის ნაწილი აღარ არის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Don_Andresito
    schedule 18 ნოე 2019, 01:25

    ჩმორი არსენალი იქნებოდა ხო ვიცი, ჯაკას შემცვლელს ეძებენ ალბათ 😀 იუვეს გაძლიერება აღარ მინდა მარა თუ გადაიხდიან წაიყვანონ, ხურდაში ემრე ჩანს გვთავაზობენო წავიკითხე და ღირს ვითომ? რაღაც უმარილო ფეხბურთელია. ბერნარდესკი მოგვცენ

  • M10 S9 D11
    schedule 18 ნოე 2019, 00:26

    15 მილიონად ალენიას ვერ იყიდიან მომინდომეს რაკიტიჩის 15 მილიონად ყიდვა 40-ზე ნაკლებად არ უნდა გავყიდოთ