ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ტოტენჰემს” კოუტინიოს შეძენა სურს

“ტოტენჰემს” კოუტინიოს შეძენა სურს

“ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა ლონდონის “ტოტენჰემს” სურს. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ავრცელებს. 

კოუტინიო რამდენიმე თვის წინ იჯარით “ბაიერნში” გადავიდა და განაცხადა, რომ წარსული დაივიწყა და გერმანულ კლუბში წარმატების მიღწევა უნდოდა, თუმცა მის მიერ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მიუნხენელები მის გამოსასყიდად 100 მილიონ ევროს გადაიხდიან. 

“ტოტენჰემი” აპირებს, ამ სიტუაციით ისარგებლოს – მაურისიო პოჩეტინოს კოუტინიოს გაწვრთნის გამოცდილება აქვს და “დეზებში” მისი გადაბირება უნდა. “ტოტენჰემი” ბრაზილიელის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ მათ “ბაიერნმა” აჯობა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Albicelecte
    schedule 16 ნოე 2019, 00:24

    ამ გადასახედიდან, 80-90 ფარგლებში თუ გადაიხადეს დეზებმა, ჩავთვალოთ, რომ უკვე წარმატებული გაყიდვების მენეჯმენტიც შესძლებია ბართომეუს

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2019, 00:13

    თუ ბაიერნმა არ გამოისყიდა მიეცით ტოტეს ოღონდ 100 მილიონზე ნაკლებად არა

  • GioMess10
    schedule 15 ნოე 2019, 22:07

    დააბრუნონ კაცო. მდიდარი ფანტაზიის ფეხბურთელები აქკლია ბარსას.