ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა თითქმის დარწმუნებულია, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, მალე კლუბს დატოვებს.
“რაკიტიჩს “ბარსაში” ძალიან კარგი სეზონები ჰქონდა, ის ლეგენდაა. რა თქმა უნდა, ის მეტს იმსახურებს, მაგრამ ივანმა და მწვრთნელმა იციან, რატომ თამაშობს ის ნაკლებს. ვფიქრობ, ის ზამთარში გუნდიდან წავა და ეს მისთვისაც და “ბარსელონასთვისაც” უკეთესი იქნება”. – ციტირებს ბიელიცას სიტყვებს Sport.



ალაბთ იმედი აქვს, რომ მის გუნდში გადავა, სახლი მოენატრებოდაო
არადა ტიპს ხორვატიაში მგონი არც კი უცხოვრია, შვეიცარიაშია დაბადებულ-გაზრდილი, რაის ზაგრების დინამო?!?!?!?!
ვიცი სადაც გადავა, სავარაუდოდ იტალიაში
რათქმაუნდა ძალიან იხეირებს ამ მძორის წასვლით ბარსა
ზამთარში რატო უნდა წავიდეს? ბარსა თუ უყვარს სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს და არ იწუწუნოს დროის სიმცირეზე. შუა სეზონში,ფრხბურთელის გაშვება არ შეიძლება.
ეგ კაცი ღირსეულად გააცილეთ! <3