ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: “ბარსელონას” იანვარში სამი ფეხბურთელი დატოვებს

Sport: “ბარსელონას” იანვარში სამი ფეხბურთელი დატოვებს

კატალონიურ Sport-ზე დაყრდნობით სპორტული პორტალის, Tribuna-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბარსელონას” ზამთარში სამი ფეხბურთელი დატოვებს. 

როგორც მოსალოდნელია, კარლეს ალენია, რომელსაც მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო, პრაქტიკულად, არ ეძლევა, გუნდიდან იჯარით წავა. სავარაუდოდ, ის ქვეყანას არ შეიცვლის, თუმცა, რამდენიმე გამოცემის ცნობით, ის შესაძლოა “ტოტენჰემის” წევრი გახდეს. 

ასევე იჯარაა მოსალოდნელი მუსა ვაგეს შემთხვევაშიც. სენეგალელი მარჯვენა მცველი გუნდში თავის პოზიციაზე მესამეა, ეს კი მას მოედანზე ხშირად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. 21 წლის ასაკში, ეს არც ისე კარგია. 

მესამე ფეხბურთელი კი ივან რაკიტიჩია, რომელმაც, ფრენკი დე იონგის მოსვლის შემდეგ, გუნდში ადგილი დაკარგა. ხორვატი ფეხბურთელი მისი ახლანდელი მდგომარეობით უკმაყოფილებას გამოთქვამს, მისი გადაბირებით კი “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ინტერი” და “მილანი” ინტერესდებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • Lasha71
    schedule 14 ნოე 2019, 18:30

    უკაცრავად და ვინგერის ქართული შესატყვისი არ იცით თუ გგონიათ რომ არ გვაქვს?! რა მარაზმია უკვე ეს!

  • duggu
    schedule 14 ნოე 2019, 09:58

    პირველი ვინც ბარსა უნდა დატოვოს ეს ბურატინო ვალიკოა

  • Don_Andresito
    schedule 13 ნოე 2019, 23:55

    ციტატა: M10 S9 D11
    ვაგეს გაანებონ თავი მისცენ დრო ამ რობერტოს რო ტენის დაცვაში ნუ რაკიტიჩი იასნა გასაგდებია და დააწინაურონ პუჩი ალენია იჯარით


    მაინც შანსი არ აქვს ამ დებილი კაცის ხელში. ეხლა ლეგანესთან უნდა დადგეს წესით. არც სემედო გვეყოლება და რობერტოსაც დისკვალიპიკაცია აქვს. ვნახოთ იანვრამდე თასებიც იქნება მგონი და მოვასწრებთ ვნახოთ ღირს თუ არა ენდო. თუ არა და იჯარა ნორმალური იქნებოდა. სადმე გერმანულ გუნდში. კარვალახიც ლევერკუზენმა გაუზარდა რეალს და ჰაკიმსაც უზრდიან აგერ

    რაკიტიჩI თუ წავიდა კიდე ალენიას წასვლა საჭირო აღარ იქნება. ის 10-10 წუთი ალენიას ჯერ ჯერობით ეყოფა

  • M10 S9 D11
    schedule 13 ნოე 2019, 22:07

    ვაგეს გაანებონ თავი მისცენ დრო ამ რობერტოს რო ტენის დაცვაში ნუ რაკიტიჩი იასნა გასაგდებია და დააწინაურონ პუჩი ალენია იჯარით

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2019, 21:53

    ეს ნისკარტა როდის მოშორდება ბარსას.
    ეს რომ წაეთრევა მერე დეზინფექცია უნდა ჩატარდეს, რომ ახალი ვალვერდე არ გაჩნდეს ისევ.

  • GioLaca19
    schedule 13 ნოე 2019, 21:36

    სკამი შესუსტდება ეგრე , ნახევარდაცვაში ბუსი ვიდალი დე იონგი არტური და რობერტო დარჩებიან მარტო , მაშინ რიკი პუჩი უფრო ხშირად უნდა გამოიძახონ პირველ გუნდში რო სკამი შეივსოს , რაკიტიჩი ზაფხულამდე უნდა დარჩეს ალენია და ვაგე გაუშვან იჯარით

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 13 ნოე 2019, 21:35

    ზაფხულამდე არავინ წავიდეს,გარდა ჩმორვერდესი.

  • BEQA BARCA
    schedule 13 ნოე 2019, 21:25

    ვალოდიას არ უნდა წასვლა…🤬🤬