ფინალური მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ შეკითხვების დიდ რაოდენობას უპასუხა, რომლებიც ხვალინდელი მატჩის სხვადასხვა თემებს ეხებოდა.
ფინალი
ხოსეპ გვარდიოლა ფინალს როგორც ”საჩუქარს” ისე ღევულობს და პირდაპირ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეს თამაშის სხვადასხვა სტილის შეთავაზება შეუძლია და არ ღირს ყურადღების შაბათის მატჩზე გადატანა: ”მათ ძალიან კარგად იციან,თუ ვინ ვართ ჩვენ და თამაშში რა დეტალის შეცვლა შეგვიძლია. ისევე როგორც ”ბარსელონას”, ”რეალსაც” აქვს თავისი ძლიერი მხარეები. რომელიც უკეთ გამოაჩენეს ამ თვისებებს ის გაიმარჯვებს. ნებისმიერ შემთხვევაში გარანტიას არავინ იძლევა და ხვალ ჩვენ შევეცდებით, ისევე როგორც ყველა ფინალში ვიყოთ სწრაფები და გამბედავები. ისტორია ტიტულებით არ იცვლება”. ასევე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ”ისტორია არის ისტორია და მხოლოდ დრო გასცემს პასუხებს ვართ თუ არა ჩვენ საუკეთესო გუნდი ისტორიაში”.
პინტო ითამაშებს
გვარდილამ დააზუსტა, რომ კარებში ხოსე მანუელ პინტო ჩადგება: ”ხვალ მოედანზე პინტო და 10 მოთამაშე გავა. ის ყოველთვის თამაშობდა სათასო მატჩებს და გააგრძელებს მათ თამაშს. მოდით პატივი ვცეთ მას და სხვა ფეხბურთელებს”.
ვილია
”არის მომენტები, რომლის დანახვა ერთი შეხედვით რთულია. ვილიას თავისი ძლიერი მხარეები აქვს, რომლებიც უკვე არაერთხელ დაეხმარა გუნდს. ყოველთვის რთულია ”ბარსელონაში” პირველი სეზონის ჩატარება, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ”.
მილოცვა სუბისარეტას
გვარდიოლამ კომენტარი სუბისარეტას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებაც გააკეთა: ”კლუბი ძალიან კარგი ადამიანების ხელშია. ასე იყო ჩიკის შემთხვევაშიც. ანდონი ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია”.
მესის საქციელი
შაბათის მატჩის ინციდენტის გახსენებისას, როდესაც მესიმ ბურთი სარეკლამო ბანერს გაარტყა გვარდიოლამ თქვა: ”ლეო ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მისი დონის სპორტსმენს შეეფერება. თუკი ვინმე ამ ჟესტის გამო გაბრაზდა პირადად მე ბოდიშს ვუხდი”.
ინიესტას შესაძლო დისკვალიფიკაცია
ინიესტას შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ პეპმა განაცხადა: ”მოდით საბოლოო შედეგს დაველოდოთ. ჩვენ უკვე ოფიციალური მიმართვა გავგზავნეთ. ყვითელი ბარათის მიღება სპეციალურად რომ მომხდარიყო სანქციები ჩვენ მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში დაგვეკისრებოდა”.
ესპანეთის ჰიმნი
გვარდიოლამ ესპანეთის ჰიმნის მიმართ მაყურებელთა მხრიდან შესაძლო სტვენის შესახებ განაცხადა: ”ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ და მათ შორის ესპანეთის ჰიმნის მელოდიას. თუკი მე ფილმი მომწონს კინოთეატრში ხომ არ ვუსტვენ”.