workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანოსთვის პირველი ფინალი

მასკერანოსთვის პირველი ფინალი

“ბარსელონამ” ამ სეზონში ოთხი ახალი ფეხბურთელი შეიძინა ვილია, მასკერანო, ადრიანო, აფელაი. სამი მათგანისათვის ფინალის “გემო” ცნობილია, ხოლო მასკერანოსთვის უცნობია და მისთვის ეს პირველი ფინალი იქნება. 

დავიდ ვილიამ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ესპანეთის თასის ფინალში, ერთხელ “სარაგოსადან” და ერთიც “ვალენსიის” შემადგენლობაში. რაც შეეხება ადრიანო კორეიას. “სევილია” ცნობილია, როგორც კარგი მებრძოლი თასებზე, კორეია “სევილიელთა” შემადგენლობიდან ორჯერ გავიდა ფინალში. რაც შეეხება იბრაჰიმ აფელაის, ჰოლანდიელმა ფინალში ითამაშა “პსვ ეინდჰოვენის” შემადგენლობიდან, “ჰოლანდიის თასზე”. არც ერთ მათგანს ევროპულ ტურნირების ფინალებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

რაც შეეხება მასკერანოს, მისთვის კარიერაში საერთოდ პირველი ფინალია, “ლივერპულის” შემადგენლობაში მას არ უთამაშია ფინალში ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბენიტესის შეგირდები ვერ ახერხებდნენ ფინალში თამაშს, მას შემდეგ რაც ხავიერი გუნდში მივიდა, ასე, რომ მასკერანოსთვის ეს პირველი ფინალური დაპირისპირებაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში