ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ჰეთ-თრიქი და ბუსკეტსის გოლი – “ბარსელონამ” “სელტა” დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

მესის ჰეთ-თრიქი და ბუსკეტსის გოლი – “ბარსელონამ” “სელტა” დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

ლა ლიგის მე-12 ტურში, “ბარსელონამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

მატჩში ანგარიში პენალტით გაიხსნა, რომელიც ლიონელ მესიმ 23-ე წუთზე გამოიყენა. ტაიმის ბოლოს, “სელტამ”, კერძოდ კი ლუკას ოლასამ, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ “ბარსას” კაპიტანმა მას მალევე უპასუხა. 

მეორე ტაიმის სტარტზე არგენტინელმა ზედიზედ მეორე ჯარიმა გაიტანა, შეხვედრაში წერტილი კი 85-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა დასვა. საბოლოო ანგარიში – 4:1. 

ამ მოგების შემდეგ, “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობს. ასევე 25 ქულა აქვს მადრიდის “რეალს”, თუმცა კატალონიელების ბურთების სხვაობა მადრიდელებისას აღემატება. 

“ბარსა” მომდევნო ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერს დაუპირისპირდება. 23 ნოემბერს, ერნესტო ვალვერდეს გუნდი “ლეგანესს” ესტუმრება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2019, 11:52

    ციტატა: ნაკაიძე
    გილოცავთ, მორიგ შედევრს შევესწარით მესის მხრიდან, სემედოზე რა იცით? თუ ტყუილად გაიყვანა და დავიწყო გინება?😀


    სემედუ 5 კვირა არ იქნება

  • MSG
    schedule 10 ნოე 2019, 11:11

    თამაშს რაც ვუყურე მარტო მესი თამაშობდა და ერთადერთი დე იონგი ფაფხურობდა რაღაცას ეს ფატი ჯერ მაინც შეცვლაზე უნდა ყავდეს ჩემი აზრით და ეს დემბელე კარგად შემოვიდა დალშე გუნდი საერთოდ მოშლილია ეს ვალვერდე სანამ არ წავა არ იქნება საშველი

  • duggu
    schedule 10 ნოე 2019, 10:00

    ბარსა კაი ხანია ვერავის ვერ ამარცხებს. თუ მესია ხასიათზე მხოლოდ ეგ თუ ახერხებს ვინმეს დამარცხებას თორე კამანდა კაი ხანია მოშლილია ცხვირას ხელში

  • BarcelloNista
    schedule 10 ნოე 2019, 02:22

    joy ბარსელონამ სელტა დამარცხა მაგარი იყო ბარსელონამ კი არა მესიმ სელტა დამარცხა უნდა დაგეწერათ wink

  • M10 S9 D11
    schedule 10 ნოე 2019, 02:11

    ისეც ნუ იზავ ლომო რო ვალვერდე დატოვონ :დდდდ

  • ნაკაიძე
    schedule 10 ნოე 2019, 02:03

    გილოცავთ, მორიგ შედევრს შევესწარით მესის მხრიდან, სემედოზე რა იცით? თუ ტყუილად გაიყვანა და დავიწყო გინება?😀