workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი განაცხადშია !

პუიოლი განაცხადშია !

იყო ბევრი მითქმა – მოთქმა იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა კარლეს პუიოლი თასის ფინალში თამაშს, ამ ყველაფერს პასუხი გაეცა და ეს პასუხი დადებითია. კარლეს პუიოლი განაცხადშია. 

გუშინ გუნდი ისვენებდა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელმა მაინც ივარჯიშა, კერძოდ კი ხოსე მანუელ პინტომ, გაბი მილიტომ და კარლეს პუიოლმა. კარლესმა თავისი დაჟინებული თხოვნის გამო გააკეთა ეს, რადგანაც მას სურს, რომ ჩაჯდეს თავის ჩვეულ კონდინციებში, ხოლო მასკერანო და ტიაგო სპორტ დარბაზში ვარჯიშობდნენ.

დღეს კი ყველა მათგანმა ვარჯიში განაახლა და საბოლოოდ მატჩის განაცხადიც გამოცხადდა.

განაცხადშია ადრიანოც, რომელსაც ასევე მცირე ტრავმა ჰქონდა, ადრიანო კორეიამ ძალიან კარგად ითამაშა კლასიკო, თუკი ყველაფერი კარგად იქნება, ისიც და პუიოლიც “თასზე” თამაშს ძირითადიდან დაიწყებენ.

ეს კი განაცხადი:

მეკარეები: ვალდესი, პინტო

მცველები: ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი, მილიტო, ფონტასი, ადრიანო 

ნახევარმცველები: ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, მასკერანო, ტიაგო, კეიტა 

თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, აფელაი, ხეფრენი

 

რაც შეეხებათ ბოიანსა და აბიდალს, ისინი გუნდთან ერთად გამეგზავრებიან ვალენსიაში, ასევე ვალენსიაში მიემგზავრებიან ყოველი შემთხვევისთვის ნოლიტო, მონტოია, მინიო და ჯონათან დოს სანტოსი.

 

ფინალი თბილისის დროით ხვალ 23:30 წუთზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში