workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნელსონ სემედუ: ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მეტყვის

ნელსონ სემედუ: ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მეტყვის

“ბარსელონას” პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ, ბოლო დროს მის მარაცხენა ფლანგზე თამაშთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

იმ დროს, როდესაც ჟორდი ალბას ტრავმა აქვს, ან ვალვერდე მის დასვენებას გადაწყვეტს, დაცვის მარცხენა ფლანგზე არა ალბას რეზერვისტობისთვის ნაყიდი ჟუნიორ ფირპო, არამედ ამპლუით მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ თამაშობს. როგორც ირკვევა, 25 წლის პორტუგალიელს, ამასთან დაკავშირებით, პრობლემა არ აქვს.

“ვაკეთებ იმას, რასაც მეუბნებიან. მათ შორის, მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და ვცდილობ გუნდს თამაშების მოგებაში დავეხმარო. ვფიქრობ, ბოლო ორ თამაშში, მარცხენა ფლანგზე კარგად გამოვიყურებოდი. მეტი სივრცე მქონდა, რაც დამეხმარა.” – ციტირებს ნელსონ სემედუს სიტყვებს Sport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • BEQA BARCA
    schedule 05 ნოე 2019, 15:04
    #6

    ნუ აწვალებს ამ კაცს ვალოდია აბა ტყუილად იყიდეთ ფირპოოო

  • MESSI-N1 4ever
    schedule 05 ნოე 2019, 14:07
    #5

    რატოოო რატო უნდა ეგდოს ის უკიდეგანო ყ.ლე რობერტო მარჯვნივ და შენ რატო უნდა დაპროწოალობდე

  • M10 S9 D11
    schedule 05 ნოე 2019, 13:58
    #4

    არ აცდის ამ ბიჭს განვითარებას ეს ტუგადუნი კაცი დააპროწიალებს მარჯვნიდან მარცხნივ წარა-მარა

  • Ikks
    schedule 05 ნოე 2019, 13:34
    #3

    მარცხენა კრაიზე უკეთესად ათამაშდება რო აცადონ )) მარჯვნივ მესი ყავს რომელთანაც ისეთი კავშირი აქვს მოედანზე თითქოს პირველად ხედავდნენ ერთმანეთს

  • Andres_Iniesta
    schedule 05 ნოე 2019, 12:58
    #2

    ლევანტესთან" წაგებული მატჩის შემდეგ "ბარსელონას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

    "ხანდახან, წაგება კარგიცაა, რადგან ეს კლუბს უბიძგებს, რომ რაიმე შეცვალოს და ამ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს.

    მაგალითად, როდესაც თამაშს აგებ, იმ მატჩს კარგად შეისწავლი, მიზეზებს იპოვნი და შემდეგ ზედიზედ სამ თამაშს მოიგებ ხოლმე – ასე ხშირად ხდება.

    ლევანტესთან თამაშიც ასეა – ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, რატომ წავაგეთ ეს მატჩში და შემდეგ შეხვედრებს სხვანაირ განწყობაზე შევხვდეთ", – ამბობს ვალვერდე.

    რატო არ სწავლობ მერე ფალოსოოოო ჭკუას

    რომა რო გაამეორე

    ამ წელს რა ხდება

  • Magician
    schedule 05 ნოე 2019, 12:56
    #1

    კარებში თამაშზე არ მიგითითოს და არ დავეძებ :დ მაგას რას გაუგებ :დდ