საკმაოდ გავლენიანი გამოცემა El Chiringuito, “ბარსელონას” არგენტინელ მწვრთნელს, მარსელო გაიარდოს უკავშირებს.
“რივერ პლეიტის” 43 წლის დამრიგებელმა ბოლო 5 წელიწადში 10 ტიტული მოიგო და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევა. ახლახანს, ის FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორისაც მოხვდა.
“ბარსას” და გაიარდოს მოლაპარაკებებზე პრესაში აქამდეც საუბრობდნენ, თუმცა მაშინ კატალონიელებმა ყველა ინფორმაციას ჭორი უწოდეს.
ერნესტო ვალვერდეს წარუმატებელი მუშაობის გამო, დიდი ალბათობით “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზაფხულში მწვრთნელს გამოცვლის. ვალვერდეს შეცვლის მთავარ კანდიდატად რონალდ კუმანი მიიჩნევა.




ესეც
უდაოდ მაგარია
ტენ ჰაგი საოცრებაა
კლოპის და პოჩეტინოს მიქსია
კუმანი უნდა მოვიდეს,თუ არ გამოვა,სხვის მოყვანას გარისკვა ჯობია და ხავი მოვიდეს.
აზრზე არ ვარ რანაირი ტრენერია
კუმანი თუ არ მოვა ოღონთ ვალვერდე გააგდეთ და თუ გინდა ეს მოიყვანეთ.