workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფინალის შვიდი შესაძლო დებიუტანტი

ფინალის შვიდი შესაძლო დებიუტანტი

”ბარსელონას” შვიდ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია ესპანეთის თასის ფინალში. მაგალითად ინიესტა, ოთხშაბათს გამოცდის, თუ როგორია თასის ფინალში მონაწილეობა.

2008 წლის თასის ფინალში, რომელიც ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართეს კატალონიელებმა, გუდნის ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. მაგრამ ”ბარსაში” არიან ისეთებიც, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ თასის ფინალში. ესენი არიან ინიესტა, მაქსველი, ხეფრენი, ფონტასი, ვალდესი და გუნდის ორი ახალწვეული – მასკერანო და აფელაი.

ორი წლის წინ გამართულ ფინალში დღევანდელი ”ბარსას” ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ პინტო, ალვეში, პიკე, პუიოლი, სერხიო, ჩავი, კეიტა, მესი, ბოიანი და პედრო, რომელმაც მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთი დაჰყო მოედანზე. აღნიშნულ მატჩში ვალდესი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, ხოლო ინიესტამ, მილიტომ და აბიდალმა თამაში ტრავმების გამო გამოტოვეს. აბიდალი მიმდინარე წლის ფინალსაც გამოტოვებს.

 

ინიესტას შემთხვევა განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, რადგან მან ტრავმა მიიღო თასის ფინალამდე სამი დღით ადრე გამართული მატჩის ბოლო წუთებზე, ”ბარსელონასა” და ”ვილიარეალის” შეხვედრისას (3-3). ამის შემდეგ ანდრესი რომში გამართულ ფინალში მოგვევლინა, თუმცა ნახევარ-ფინალში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი (2009).

 

მიმდინარე სეზონისა და გასული სეზონის ახალწვეულებს არასოდეს უთამაშიათ ”ბარსას” მაისურით საფინალო მატჩებში. თავის მხრივ ვილიას და ადრიანოს მონაწილეობა აქვთ მიღებული ფინალებში, ძველი გუნდების შემადგენლობით. დამატებით გეტყვით, რომ ორივე მათგანმა მოიგო ყველა ფინალი, რომელშიც კი მონაწილეობა მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში