“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “ევერტონის” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, მორგან შნეიდერლინმა BBC Radio-სთან საუბრისას, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
“შეხედეთ სერხიო ბუსკეტსს. ჩემს თავს მას არ ვადარებ, მაგრამ მაჩვენეთ, პასები, რომლებსაც ესპანელი აკეთებს და მე – ვერა. თუმცა, იმის გამო, რომ კატალონიელები თამაშებს იგებენ, ხალხი ბუსკეტსს ყველაზე ჭკვიან ნახევარმცველს უწოდებს.” – თქვა მორგან შნეიდერლინმა.
შნეიდერლინი “მანჩესტერ იუნაიტედში” “საუთჰემპტონიდან” 2015 წელს, 22 მილიონ ევროდ გადავიდა. ორი წლის შემდეგ, “წითელმა ეშმაკებმა” ის “ევერტონს” მიჰყიდეს.
რაც შეეხება ბუსკეტსს, სერხიო უკვე მრავალი წელია “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში ესპანელი ნახევარმცველის ანგარიშზე ორი შედეგიანი გადაცემაა.
ვაი შე სიკო ბუსკეცს რო სათამაშო ინტელექტი აქვს მთელს შენ საგვარეულოს არ ექნება ერთად აღებულს შეედარა რა ბუსკეცს
Au zogs ra magrat uqanqalebs tvinshi 😂😂😂.sheedara buskecs 😂😂manchesteridan gagdebuli