გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ადასტურებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს, ანდერ ერერას “ბარსელონა” ლეგენდარული ჩავი ერნანდესის შემცვლელად განიხილავს.
მას შემდეგ, რაც “მანჩესტერმა” მორგან შნეიდერლინი და ბასტიან შვაინშტაიგერი შეიძინა, ერერას კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ. “წითელ ეშმაკებს” ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ, თუმცა მათ ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ.