“ბარსელონა” სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და კატალონიელებმა თვალი ორ ბრაზილიელ ფეხბურთელს დაადგეს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბლაუგრანამ” სამიზნეში “გრემიოს” შემტევი ევერტონი და “ფლამენგოს” მცველი როდრიგო კაიო ამოიღო.
23 წლის ევერტონი კოპა ამერიკის გასული გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ბუნებრივია, მისით არაერთი გუნდი დაინტერესდა. ყველაზე მეტად “ატლეტიკო” აქტიურობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. თუმცა, არაა გამორიცხული, მადრიდელები ბრაზილიელი თავდამსხმელის საკითხს იანვარში მიუბრუნდნენ.
როდრიგო კაიო “სან პაულუდან” “ფლამენგოში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. ამჟამად 26 წლის ცენტრალურ მცველს, 2015 წელს, “ვალენსიაში” გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მან სამედიცინო შემოწმება 2-ჯერ ვერ გაიარა.
ტოდიბო მომავლის ვან დეიკია
ლენგლეც არაა ცუდი
ფატი ხო საერთოდ ბრწყინას
გვარდიოლა იყოს, ლეგენდებად აქცევს სამივეს
ეს კაიო მოსიარულე ტრავმაა. ტოდიბო ჯობია მაგას. ევერტონი კარგი იქნებოდა კარგად ამწვავებს მარა ფატის დაკიდება არ შეიძლება. არაფრით ჯობია ფატის ცოტა მეტად გამოცდილია პროსტა.
არ არის ცუდი ვარიანტები.
მალკომო 2 უნდათ გააკეთონ ამბიჭისგანაც ამ ჩემისებმა მოიყვანონ არ ათამაშონ და მერე გაყიდონ სადღაც უკანალის მიმდებარე ტერიტოროაზე აცალეთ წავიდეს სადმე ბურთი გააგოროს
ევერტონი კაი იგროკია დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში
ევერტონი კაი ვარიანტია
სამედიცინო შემოწმება 2-ჯერ ვერ გაიარა.
აბა ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა, ლაზარეთს ჩვენებიც ზედმეტად კარგად ავსებენ!