“სლავიასა” და “ბარსელონას” შორის ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრაში სტუმარი გუნდი 1-0 იგებს, ეს გოლი კი ლეო მესიმ გაიტანა.
ჩეხური გუნდის კარში გატანილი გოლით ლეომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორა – მან, ამ ტურნირზე, გოლი უკვე 33 გუნდს გაუტანა.
“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა რაულისა და კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა.
ლეო მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი შემდეგ მეტოქეებს გაუტანა:
- არსენალი – 9 გოლი
- სელტიკი – 8
- მილანი – 8
- ლევერკუზენი – 7
- აიაქსი – 6
- მანჩესტერ სიტი – 6
- ლიონი – 5
- პსვ – 4
- მოსკოვის სპარტაკი – 4
- პანათინაიკოსი – 4
- ბაიერნი – 4
- მანჩესტერ იუნაიტედი – 4
- პსჟ – 4
- პლზენი – 3
- კოპენჰაგენი – 3
- აპოელ – 3
- შტუტგარტი – 3
- შახტარი – 3
- ჩელსი – 3
- ბატე – 2
- ბაზელი – 2
- ტოტენჰემი – 2
- კიევის დინამო – 2
- ლივერპული – 2
- რომა – 2
- იუვენტუსი – 2
- რეალი – 2
- გლადბახი – 1
- რეინჯერსი – 1
- ვერდერი – 1
- ოლიმპიაკოსი – 1
- სპორტინგი – 1
- სლავია – 1
მეფე სხვა რა კომენტარი უნდა გააკეთო
მიდი ლომო ინტერი და დორტმუნდი უნდა დაუმატო მაგ სიას
უეჭველი უნდა შეაგდოს დღესს!!!!!!!!!!!!!!!!!!
ღადაობ ? ნოლია დღეს
35იც მალე გახდება როცა ინტერს და დორტმუნდსაც გათხრის გოლებს
ფეხბურთის მეფე ! ღმერთი გურუ .. რაც გინდათ ის დაუძახეთ .. ისტორიაში საუკეთესოა