workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
el un día especial de un catalán (ნაწილი მეორე)

el un día especial de un catalán (ნაწილი მეორე)

ეს ბრძოლა იყო…არა, ეს არ იყო უბრალოდ ბრძოლა…ეს ომი იყო…ომი, რომლის გამარჯვებულიც ჯერ კიდევ არ გამოვლენილა…

…და აი პირველი “ელ კლასიკოც” დასრულდა. საბოლოოდ ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. მთელი მატჩის განმავლობაში არ გავჩერებულვართ. 53–ე წუთისათვის ლეო მესის გოლით საბოლოოდ დავადუმეთ მადრიდელები და თავაწეულნი ვმღეროდით ჩვენი საყვარელი გუნდის ჰიმნს. 82–ე წუთზე მოხდა ის, რამაც “თეთრები” ძალიან გაახარა. ვალდესის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და რონალდუმაც როგორც იქნა გაუტანა “ბარსას”. რა თქმა უნდა ვაგრძელებდით სიმღერას და მადრიდელთა სახეების შემყურე, სიცილს ვერ ვიკავებდით. ვხედავდით როგორ უხაროდათ “ბარსელონასთან” მატჩის ფრედ დამთავრება. ჩვენ კი ვზეიმობდით… მოედნის დატოვების შემდეგ მადრიდის ქუჩებში კატალონიელთა დიადი ხმა ისმოდა. ხმამაღლა ვამბობდით, რომ “ბლაუგრანა” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულია. დედაქალაქში მასპინძლების ხმასაც გაიგებდით. ისინი შესანიშნავ ხასიათზე იყვნენ. მათმა გუნდმა მოახერხა და გვარდიოლასთან პირველად ითამაშა ფრედ.

 

სიხარული და ზეიმი მატარებელშიც გაგრძელდა. ბარსელონაში დაბრუნებისას აბსოლუტურად ყველა ვაგონში მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სადღეგრძელოს სვამდნენ. რა, არ უნდა დაგველია? ჩვენ ხომ ერთი თასი უკვე მოვიპოვეთ. ოთხშაბათს კი მეორეს ვუმიზნებთ. მთელი გზა გაგრძელდა ქეიფი. როდესაც კარგად შევზარხოშდით, კატალონიაშიც ჩავაღწიეთ. იქ ხალხი ქუჩებში იყო გამოსული და უხაროდა ჩემპიონობა. შემდეგ ჩემი ერთ–ერთი ამხანაგის ოჯახში მივედი. დავლიეთ, კიდევ ვადღეგრძელეთ “ლურჯ–ბროწეულისფერები” და გადავწყვიტეთ ოთხშაბათამდე აღარ მოგვეცადა…იმავე ღამეს გავემგზავრეთ ვალენსიაში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ღამურების ქალაქში იმართება ესპანეთის თასის ფინალი. იქაური ბნელი ქუჩებიც გავანათეთ და გამოვაფხიზლეთ ჩვენი სიმღერებითა და შეძახილებით. ამის შემდეგ ერთ სასტუმროში დავბინავდით და ტკბილად, გახარებულებმა დავიძინეთ.

 

გათენდა მეორე დღე თუ არა, წავედით და ბილეთები შევიძინეთ. ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით: ეს იქნებოდა ავტობუსი, სასადილო, ბაზარი ან თუნდაც “მესტალიას” მიმდებარე ტერიტორია, “ბარსა”, “ბარსას” ვსკანდირებდით. გვახსენდებოდა გახარებული მადრიდელები და ვიცინოდით.

 

ახლა კი ერთი სული მაქვს მოვიდეს ოთხშაბათი. იქამდე ვალენსიის ქუჩებში ვიხეტიალებ და დროც მალე გაირბენს. მთელი გულით ველი ამ დიდი ჯახის გაგრძელებას…

 

გაგრძელება იქნება ესპანეთის თასის ფინალის დასრულების შემდეგ…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში