“ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი კატალონიური კლუბის ფრანგი ახალწვეულისგან, ანტუან გრიზმანისგან მეტს ელის.
“გრიზმანმა უნდა იმოქმედოს და არა თავის გასამართლებელი მიზეზები ეძებოს. მიკვირს, რომ მისი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთლი უფრო მეტს არ რისკავს და სანაცვლოდ ბურთის უახლოესი თანაგუნდელისთვის გადაწოდებაზე ფიქრობს.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ გრიზმანმა მოედანზე თავისი ადგილი ჯერ ვერ იპოვა და შესაბამისად, გუნდისთვის ნაკლები სარგებელი მოაქვს. ის გუნდისთვის ბევრი რამის მიცემას ვერც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის დროს ახერხებს.” – ციტირებს ანტიჩის სიტყვებს Mundo Deportivo.
რადომირ ანტიჩი “ბარსელონას” 2002/03 წლების სეზონის მე-2 ნახევარში წვრთნიდა. მან გუნდის კრიზისიდან გამოყვანა და უეფას თასზე (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) გაყვანა მოახერხა, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ ის მაინც დაითხოვა და მთავარ მწვრთნელად ფრანკ რაიკარდი დანიშნა.
ძნელია ატლეტიკოს სტილიდან ბარსას სტილზე გადაწყობა მარა არაუშავს ეს გრიზმანი უმაღლესი დონის იგროკი და მოიხოდება
და სად თამაშობს ?.მიდი სუარესი ათამაშე ფლანგზე რას იზამს.აბა ? ცენტრში როცა იყო გუნდს ულიდერა… ფაქტია მისთვისს დავიწყებულ პოზიციაზე თამამშობს..
დააყენონ თავის ჩვეულ პოზიციაზე და დადებს შედეგს გრიზმანიაა და ნეიმარის პოზიციაზე ათამაშებენ ეს კაცი გარემარბი არასდროს ყოფილა
არიც ცენტრის მოთამაშე პლეიმეიკერი და შემსრულებელი ბარსაში კი ამ პოზიციაზე მეფე თამაშობს
თუ მარცხენა ვინგერი სურდათ
უნდა ეყიდათ სხვა ვინმე ამ პოზიციის
და არა გრიზმანი
მოიყვანეს კაცი და ათამაშებენ ისეთ პოზიციაზე სადაც წლებია არ უთამაშია შეჩვევასაც დრო უნდაა
მარცხენა ფლანგზე ვერც იპოვის