workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოპესკუ: დემბელე მართალია, მსაჯი ძალიან ცუდი იყო

პოპესკუ: დემბელე მართალია, მსაჯი ძალიან ცუდი იყო

რუმინელი მცველი, გეორგე პოპესკუ, რომელიც “ბარსელონაში” 1995-97 წლებში თამაშობდა, აცხადებს, რომ “ბარსა”-“სევილიას” შეხვედრის მსაჯი, მატეუ ლაოსი, უსმან დემბელეს გაძევების ეპიზოდში ზედმეტად მკაცრი იყო. 

“დემბელე ძალიან მომწონს, ის გუნდს აუცილებლად დაეხმარება კიდევ უფრო მეტით. 

ვფიქრობ, რომ მისთვის ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიცემა ზედმეტი იყო. ის მართალია, მსაჯი ნამდვილად ძალიან ცუდი იყო. 

ჩემი აზრით, მსაჯები ფეხბურთელებს მეტის უფლებას უნდა აძლევდნენ”. – ციტირებს პოპესკუს სიტყვებს Marca. 

არბიტრის შეურაცხყოფის გამო, “ბარსას” ფრანგი ფეხბურთელი ორი თამაშის გამოტოვებით დაისაჯა, ერთ-ერთი კი “ელ კლასიკოა”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 10 ოქტ 2019, 08:09
    #3

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: M10 S9 D11
    კაი გაჩე ახლა ნუ იძახი რო დემბელე მოგწონს თორე ბარსამანიას პროფესორებს ვერ გადაურჩები


    პროფერსორობა რაშუაშია თუ არ გევასება ტიპი ჰაა:დ:დ:დ აბა მესიზე მითქვია რამე არ ჯეკაზე კი გამძორდა მარა მისი 1-2 მომენტი გოლად გცეული მირჩევნია დემბელეს ფაფხურა კარიერას:დ:დდ აეგერ ფატის მიეცემა შანსები და კომენტარები წავა დუხოი ეიბართან თამაშის დროს:დდ


    ან წავა და ან არა ძაან დიდი წარმოდგენაც ნუ გაქვთ ჯერ პატარაა ისტორიას კიდე ბევრი ახსოვს მაგ ასაკში ძალიან ნაქები და მერე გამქრალი

  • philipe coutinho
    schedule 10 ოქტ 2019, 02:02
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    კაი გაჩე ახლა ნუ იძახი რო დემბელე მოგწონს თორე ბარსამანიას პროფესორებს ვერ გადაურჩები


    😂😂😂😂😂😂😂😂 ვსო დღეიდან ამას იმდენი ჰეითერი ეყოლება ფეხბურთელობისას რომარ ყოლია :დდ

  • M10 S9 D11
    schedule 10 ოქტ 2019, 01:22
    #1

    კაი გაჩე ახლა ნუ იძახი რო დემბელე მოგწონს თორე ბარსამანიას პროფესორებს ვერ გადაურჩები