“ბარსელონას” ლეგენდა სამუელ ეტო’ო კატალონიურ კლუბში გატარებულ ბოლო წელს იხსენებს და პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შესაძლებლობებს აქებს.
გვარდიოლა და ეტო’ო “ბარსელონაში” ერთად კატალონიელის სადებიუტი სეზონში მუშაობდნენ. კამერუნელი “ბარსას” ტრებლის მოგებაში დაეხმარა, მაგრამ გვარდიოლამ მისი გუნდიდან გაშვება მაინც გადაწყვიტა.
“პეპი მიყვარს, მაგრამ როგორც მწვრთნელი და არა როგორც პიროვნება. ფეხბურთის თამაში მან მასწავლა. ის ყველაფერს საუკეთესო ინტერპრეტაციას აძლევს. ის საუკეთესოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თამაშებს ისიც აგებს.” – ციტირებს ეტო’ოს სიტყვებს Marca.
da im virglas motreva
ერთადერთი შეცდომა რაც პეპმა დაუშვა ამის გაშვებაა
ეხლა წავიკითხე ვალვერდეს სეზონის ბოლომდე ტოვებენ.
შემდეგ სეზონში ბარსელონას 100% სხვა მწვრთნელი ეყოლება.
4 კანდიდატია და ამათგან ერთ ერთთან წინასწარ სურთ მოლაპარაკების გამართვა რათა წინასწარვე დაიგეგმოს სატრანსფერო პოლიტიკა,თუ ვისი გაშვება და მოყვანას ენდომება ახალ მწვრთნელს.
1 ტენ ჰააგი
2 მარტინესი
3 გალიარდო
4 ხავი
მე ლიჩნად ტენ ჰააგი მირჩევნია.კაცს ეტყობა რომ ძლიერი და სტაბილური სპეციალისტია.
სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია,თორე წინა წლის დასაწყისში ძალიან მომეწონა ვან ბომელის პსვ-ეს თამაში,მაგრამ რატომღაც ახალი წლის შემდეგ ისე აურიეს მითუმეტეს გუნდი მარტო ერთ ფრონტზე იბრძოდა,ჩემპიონატი იმ აიაქსთან წააგეს რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1^2ფინალამდე გავიდა,თან ისეთ გიგანტებთან მოუწია თამაში უდიდესი ენერგია დახარჯეს.ასევე აიაქსმა ჰოლანდიის ათასიც მოიგო.ანუ გამოდის რომ ერთ ფრონტზე მოთამაშე პსვემ ჩემპიონატი წააგო 3 ფრონტზე მოთამაშე აიაქსთან რაც არასტაბილურობის მანიშნებელია.