გთავაზობთ “ელ კლასიკოს” შემდეგ პედრო როდრიგესის, ანდრეს ინიესტას, სეიდუ კეიტას და ვიქტორ ვალდესის კომენტარებს.
პედრო როდრიგესი
“ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო მოგვეგო კიდევაც, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა კიდევაც. ფინალი რადიკალურად განსხვავებული იქნება. იმ თამაშში გაცილებით სხვა გათვლები ექნება ორივე გუნდს, ასე, რომ წინ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო “კლასიკო” გველის”.
სეიდუ კეიტა
“გოლის შემდეგ ვცდილობდით ბურთი დაგვეჭირა, ამას კარგად ვაკეთებდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოვიპოვეთ 3 ქულა. მთავარია სხვაობა კვლავ 8 ქულაა და ეს ძალზე სასიხარულოა”.
ინიესტა
“ჩვენ შეგვეძლო 3 ქულის მოპოვება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. ახლა უნდა გავაგრძელოთ კვლავ მზადება, წინ ძალიან მძიმე ფინალი გველის. იმედი მაქვს ჩვენი გუნდი აღმოჩნდება გამარჯვებული. “ლა ლიგაში” კი ამ ფრით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ”.
ვალდესი
“ვამაყობ და მიხარია ის, რომ კარლესი დაგვიბრუნდა, იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. შეგვეძლო 3 ქულის მოპოვება, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დავჯერდით, არც ეს არის ურიგო შედეგი, გათვალისწინებით იმისა, რომ ჩვენ “ბერნაბეუზე” ვთამაშობდით”.



