workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარის საკითხის განხილვა გაგრძელდება

“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარის საკითხის განხილვა გაგრძელდება

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი, კატალონიის რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს დროს, შეფარვით ადასტურებს, რომ ნეიმარის სატრანსფერო საგა ჯერ არ დასრულებულა და ასევე იმასაც, რომ ბრაზილიელის დაბრუნების სურვილს “ბლაუგრანას” ფეხბურთელების გამოხატავდნენ.

“ფეხბურთელებს სურთ, რომ მათ გუნდში საუკეთესოები იყვნენ, ნეიმარი კი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენს შემადგენლობასთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა ქვს.

მიღებულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ფეხბურთელების გაყიდვა გვჭირდებოდა, პსჟ-მ კი ნეიმარის გაშვება არ ისურვა. ეს ის საკითხია, რომლის განხილვას გაგრძელდება.

არ გვინდა, რომ ყურადღება ამ საკითხზე გადავიტანოთ. ახლა ტრანსფერზე საუბარი სწორი არ იქნება, რადგან პატივი უნდა ვცეთ როგორც ჩვენს, ასევე სხვა კლუბების ფეხბურთელებსაც.” – აცხადებს ჟორდი კარდონერი.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა ნეიმარის ტრანსფერში ანტუან გრიზმანი ჩართოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward