workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი” სარეკორდო ტრანსფერისთვის ემზადება

“ბაიერნი” სარეკორდო ტრანსფერისთვის ემზადება

“ბარსელონადან” “ბაიერნში” განათხოვრებული ფილიპე კოუტინიო მიუნხენურ გუნდში ისე თამაშობს, რომ დიდი შანსია, მომდევნო ზაფხულში კატალონიური კლუბის ბიუჯეტი 120 მილიონი ევროთი შეივსოს.

კოუტინიო “ბარსელონადან” “ბაიერნში” გასულ ზაფხულში, იჯარით გადავიდა. კატალონიელებმა 8.5 მილიონი ევრო უკვე მიიღეს, გარდა ამისა, მათ ფეხბურთელის საკმაოდ მაღალი ხელფასიც დაზოგეს. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, “ბაიერნს” უფლება აქვს კოუტინიო სეზონის ბოლოს 120 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

“რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები 27 წლის ბრაზილიელის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. კოუტინიომაც იმედების გამართლება დაიწყო – “ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კატალონიური Sport-ის ცნობით, მიუნხენელები ფეხბურთელის გამოსყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ. თუ ასე მოხდა, “ბაიერნი” კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს განახორციელებს. ამჟამად, “რეკორდმაისტერს” ყველაზე ძვირად, 80 მილიონ ევროდ, ლუკას ერნანდესი ჰყავს ნაყიდი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • სპარტაკი
    schedule 06 ოქტ 2019, 21:47
    #5

    წარმატებებს უსურვებ სადაც თავს უკეთ იგრძნობს.. და მადლობაც ეკუთვნის ყველაფერი გააკეთა რომ მოსულიყო და ისტორიის ნაწილი გამხდარიყო.. მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი კარიერა ქონდა ლივეში..

  • M10 S9 D11
    schedule 05 ოქტ 2019, 15:43
    #4

    მშვენიერია მოიტათ 120 მილიონი დაამატეთ ცოტა და ზაფხულში სანე და ვან დე ბეეკი მოიყვანეთ

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 05 ოქტ 2019, 14:00
    #3

    ციტატა: Wtf man
    მშვენიერი იქნება 120 თუ ავიღეთ ამაში 50ს დაამატებენ და ნეიმარს მოიყვანენ. რაკეტასაც გაყიდიან რაფინიასაც ალბათ უმტიტსაც სუას უფასოდ უშვებენ და მოიყვანენ რუისს მე კი ვანდებეკი მინდა მარა რეალში მიდის ეგ. ნეიმარი რუისი ჰაალანდი იქბება სერიოზული გაძლიერება ჩვენთვის ზაფხულში


    როგორ მინდა, უმტიტიმ ოპერაცია გაიკეთოს და წასვლა კი არა, არავის გააკარებს თავის პოზიციაზე ძირითადს. ვან დე ბეეკი მეც მირჩევნია ფაბიან რუისს, იქნებ არ წავიდა "რეალში" დონი. "აიაქსიდან" "რეალში" წასვლა კრუიფის უპატივცემულობაა. რაც შეეხება ფორვარდს, ჰაალანდიც კარგია, მაგრამ ძალიან მაღალია და არ ვიცი, რამდენად ჩაჯდება ჩვენს სტილში. მიკელ ოიარსაბალი მომწონს ძალიან, 22 წლისაა და უკვე "სოსიედადის" ლიდერი და კაპიტანია. 4 წელია პირველ გუნდშია. ასევე მომწონს "ვილიარეალის" ნიგერიელი შემტევი სამუელ ჩუკვეზე, რაღაცით რობენს ჰგავს, სტილით… თითქოს ერთი და იგივეს აკეთებს – მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეწევა და დარტყმა ან პასი – მაგრამ მაინც ვერ აჩერებენ ხშირად.

  • Wtf man
    schedule 05 ოქტ 2019, 13:54
    #2

    მშვენიერი იქნება 120 თუ ავიღეთ ამაში 50ს დაამატებენ და ნეიმარს მოიყვანენ. რაკეტასაც გაყიდიან რაფინიასაც ალბათ უმტიტსაც სუას უფასოდ უშვებენ და მოიყვანენ რუისს მე კი ვანდებეკი მინდა მარა რეალში მიდის ეგ. ნეიმარი რუისი ჰაალანდი იქბება სერიოზული გაძლიერება ჩვენთვის ზაფხულში

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 05 ოქტ 2019, 13:41
    #1

    აქ დაბრუნების შემდეგ, ვინ იცის, როგორ გამოიყენებს მწვრთნელი, და შეიძლება სჯობს ჩვენთვის, რომ მოგვცენ 120 მლნ.

    P.S. ვალვერდე, შესაძლოა, მარსელო გალიარდომ შეცვალოსო, – Mundo Deportivo-ზე წავიკითხე. მოკლედ, ძალიან მაგარი მწვრთნელია, მონსტრი გუნდი შექმნა სამხრეთ ამერიკაში, ყველას უგებს "რივერ პლეიტი", დომინანტია, მაგრამ მეშინია, ევროპაში რომ გადმოვიდეს, ტატა მარტინოს ვარიანტი არ გამოდგეს.