გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სანაკრებო მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს, გერმანია ესტონეთსა და არგენტინას დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა, რომ ტერ შტეგენი არგენტინასთან ითამაშებს, მაგრამ მას ნაკრების პირველი მეკარის სტატუსის მოპოვება მაინც ძალიან გაუჭირდება.
“ორივე თამაშის მეკარე გადაწყვეტილია. მარკი დორტმუნდში ითამაშებს, ნოიერი კი ტალინში. ფეხბურთელებმა ეს უკვე იციან.
არაერთხელ მითქვამს, რომ მანუელ ნოიერი ჩვენი კაპიტანი და შესაბამისად პირველი მეკარეა. წინ ევროპის ჩემპიონატია და თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა, სიტუაცია ასეთი დარჩება.” – ციტირებს ლიოვის სიტყვებს AFP.
კაროჩე რაა ნოიერი კი არა ეს კრეტინი უნდა წავიდეს ნაკრებიდან ამოწურა თავისი თავი ლიოვნა გერმანიში
არა არაა ნოიერი 40 წისაც როიყოს მაინც ეგ იქნება პირველი აშკრაა რომ არ აინტერესებთ რა ფორმაშია ის ხომ ნოიერია კაცოო მაგარი *ლეა ლოვი მაგარი
Daily Mail-ის ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უახლოეს მომავალში ცვლილება მოხდება.
ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემთხვევაში, კატალონიელებს ჩაიბარებს არა მარსელო გალიარდო, არამედ ხავი ერნანდესი.
იგივე წყაროს თანახმად, "ალ სადის" ამჟამინდელმა თავკაცმა "ბლაუგრანაში" დაბრუნებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ესპანელი უკვე კლუბის სატრანსფერო გეგმებსაც კი განიხილავს.
არაა გამორიცხული, რომ ვალვერდეს ხავით ჩანაცვლება უახლოეს პერიოდშივე მოხდეს.