გერმანული “ლაიპციგის” მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი აცხადებს, რომ მისი ინსპირაციის წყარო პეპ გვარდიოლას ლეგენდარული “ბარსელონაა”.
“ჩემი მოდელი პეპ გვარდიოლას “ბარსელონადან” მაქვს აღებული. პეპის მუშაობას თვალს ყოველთვის ვადევნებდი, განსაკუთრებით კი იმას, თუ როგორ ახერხებს მისი გუნდი ბურთის დაბრუნებიდან რამდენიმე წამში შეტევაზე გადაწყობას.
პეპმა, თავისი “ბარსელონათი”, ფეხბურთში კვალი დატოვა. ბევრ გუნდს არ შეუძლია ბურთს მეტოქის კართან ასე ახლოს აკონტროლებდეს.
გვარდიოლა ჩემი შთაგონების წყაროა. ასევეა ტომას ტუხელი, რომელიც “აუგსბურგში” თამაშის დროს მწვრთნიდა.” – ციტირებს 32 წლის სპეციალისტის სიტყვებს Goal.
მაგას ვერავინ გაიგებს, ისეთი ამბები ტრიალებს ფეხბურთში.