სეგუნდა დივიზიონ ბ-ში, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა. კატალონიელები “ლევანტე ბ”-ს დაუპირისპირდნენ.
69-ე წუთზე აბელ რუისმა ანგარიში გახსნა, მატჩის მიწურულს კი ალექს კოლადომ “ბარსას” უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში – 2:0 – დააფიქსირა.
ზედიზედ ბოლო ორი მოგების გათვალისწინებით, 6 ტურის შემდეგ, “ბარსელონა” მე-5 ადგილზეა და ლიდერ “ანდორას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. “ანდორას” მსგავსად, 13 ქულა აქვს “ვილიარეალ ბ”-ს და “ლეიდას”, შემდეგ 12 ქულით “კასტეიონი” მოდის, “ბარსა ბ”-სთან ერთად 11 ქულა კი “ლა ნუსიას” და “საბადელს” აქვს.
მომდევნო ტურში, კატალონიური გუნდი სტუმრად “ერკულესს” შეხვდება.




კარგია იმედია პირველ ადგილს დაიკავებენ ან მეორეს მაინც
კოლიადოს გოლი ულამაზესი იყო
ეს პიკეს ანდორაა