ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ლეგენდა ტერ შტეგენის ასისტზე: ამ გადაცემას მეც კი ვერ გავაუმჯობესებდი

“ბარსას” ლეგენდა ტერ შტეგენის ასისტზე: ამ გადაცემას მეც კი ვერ გავაუმჯობესებდი

“ბარსელონას” ყოფილმა ესპანელმა ნახევარმცველმა და “ოქროს ბურთის” მფლობელმა, ლუის სუარეს მირამონტესმა “ხეტაფესთან” მატჩში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ასისტზე მცირე კომენტარი გააკეთა.

“მეც კი ვერ გავაუმჯობესებდი ტერ შტეგენის პასს. არადა ეს ჩემი სპეციალობა იყო.” – ციტირებს ლუის სუარეს მირამონტესის სიტყვებს Mundo Deportivo.

[media=https://youtube.com/watch?v=jcE3i2nr3X0]

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარეს მირამონტესი “ბარსელონას” ღირსებას 1955-61 წლებში იცავდა. 1960 წელს მან “ოქროს ბურთის” მოგებაც მოახერხა და დღემდე ერთადერთ ესპანელ ფეხბურთელად რჩება, ვინც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო (თუ არ ჩავთვლით ალფრედო დი სტეფანოს, რომელიც ნატურალიზებული ესპანელი იყო).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • tigresa
    schedule 29 სექ 2019, 20:16

    გუშინ ჰალაზე კომენტარებს ვკითხულობდი. გულშემატკივრები ძალიან კმაყოფილები არიან რეალის გუშინდელი ბრწყინვალე თამაშით. ერთმა თქვა ამ ფორმაში ბარსელონას გადავუვლითო და ეგრე რამდენჯერაც თქვეს იმდენი აქეთ გადავუარეთ. აი ეგეთი რამე არ უნდა თქვა წინასწარ, ბურთი მრგვალია და ღმერთმა იცის რა მოხდება

  • M10 S9 D11
    schedule 29 სექ 2019, 20:04

    ამ პასით ლიოვის და ნოიერის დედები მოიკითხა შტეგომ