workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველად აპრილის შემდეგ – “ბარსელონამ” სტუმრად გაიმარჯვა

პირველად აპრილის შემდეგ – “ბარსელონამ” სტუმრად გაიმარჯვა

“კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” “ბარსელონა” “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და სეზონში, სტუმრად, პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს, “ბარსამ” გასვლაზე მეტოქე აპრილში დაამარცხა – ეს “ალავესი” იყო. დღეს, კატალონიელებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. 

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ 41-ე წუთზე ლუის სუარესმა ანგარიშის გახსნა მოახერხა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჟუნიორ ფირპომ უპირატესობა გაზარდა. დარჩენილ დროში მოედანზე დაძაბულობა გაიზარდა და მატჩის მიწურულს “ბარსას” ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ, მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება დაიმსახურა. 

7 თამაშის შემდეგ, “ბარსელონას” 13 ქულა აქვს და დროებით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას 6 მატჩით და 14 ქულით მადრიდის “რეალი” იკავებს, ტური კი ხვალ დასრულდება. 

“ბარსელონა” მე-8 ტურის მატჩს 6 ოქტომბერს გამართავს. ერნესტო ვალვერდეს გუნდის მეტოქე, “კამპ ნოუზე”, “სევილია” იქნება. იქამდე, “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 2 ოქტომბერს, მილანის “ინტერს” მიიღებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 28 სექ 2019, 23:53
    #7

    ე ბიჯო ეგება და წაგვივიდეს კარგ ბედზე იგრები მიდით ლომებო უნდა მოიხოდოთ

  • messi and iniesta
    schedule 28 სექ 2019, 21:58
    #6

    რთული კალენდარი გვიწევს ინტერი სევილია უნდა გადავკახოთ წარნატებით

  • Bidzina
    schedule 28 სექ 2019, 21:21
    #5

    Me atletiko s mogebas vfiqoro sadgac 2-1 moigebs

  • dshvelidze
    schedule 28 სექ 2019, 21:01
    #4

    ციტატა: tigresa
    ატლეტიკო რეალზე რას ფიქრობთ? მე ფრე მგონია


    ფრე მგონია მეც.ნეტა მასე მოხდეს.დახოცავენ ერთმანეთს

  • tigresa
    schedule 28 სექ 2019, 20:24
    #3

    ციტატა: nikusha

    ციტატა: პავლოვიჩი56
    სამწუხაროდ,გამარჯვება არ გამხარებია…არა. ამით ვალიკომ დრო გაიხანგძლივა…ფრე მისწრება იქნებოდა.
    disappointed_relieved


    არ ხარ ბარსას ფანი შენ გაეთრიე აქედან ვირისშვილო ბუნტის ამგორებელი ხარ შენ

    ციტატა: tigresa
    ატლეტიკო რეალზე რას ფიქრობთ? მე ფრე მგონია


    ნეტავი ეგრე იყოს შენს პირს შაქარი მარა 1 მგონია რატომღაც


    არადა ფრე გვაწყობს ჩვენ:)) სიმეონე ისე იწვევს, გაიგიჟებს რეალი თავს ალბათ.. მთავარია რეალმა არ მოიგოს და ატლეტიკომაც რომ მოიგოს, დიდხანს ვერ ქაჩავენ ხოლმე პირველ ადგილზე, არ მიყვებათ ხოლმე ძალები

  • tigresa
    schedule 28 სექ 2019, 20:19
    #2

    ატლეტიკო რეალზე რას ფიქრობთ? მე ფრე მგონია

  • პავლოვიჩი56
    schedule 28 სექ 2019, 20:16
    #1

    სამწუხაროდ,გამარჯვება არ გამხარებია…არა. ამით ვალიკომ დრო გაიხანგძლივა…ფრე მისწრება იქნებოდა.
    disappointed_relieved