გაი იგაალ ასულინის სახელი, შესაძლოა, ახლა არც ისე მქუხარედ ჟღერდეს, მაგრამ იყო დრო, როცა ის “ახალ მესიდ” იყო მონათლული და “ბარსელონას” აკადემიის მთავარ იმედს წარმოადგენდა.
1991 წელს ისრაელში დაბადებული ფეხბურთელი კატალონიელებმა 2003 წელს, მისი მაშინდელი მწვრთნელის დახმარებით შეამჩნიეს. ასულინმა “ლა მასიას” ასაკობრივი გუნდები გაიარა, “ბარსა ბ”-ს მიაღწია და 2009/10 წლების სეზონში, 19 წლის ასაკში, ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა.
ლოგიკურ გაგრძელებას ადგილი არ ჰქონია და 2010 წელს ებრაელი “მანჩესტერ სიტის” შეუერთდა. რა თქმა უნდა, 9 წლის წინ ეს ბევრად უფრო გაბედული გადაწყვეტილება იყო, ვიდრე, მაგალითად, ახლა იქნებოდა.
2 სეზონის განმავლობაში, “სიტიში” ასულინის დებიუტი არ შედგა და მან ერთი სეზონით “ბრაიტონს” მიაშურა, სადაც წარმატებას ვერ მიაღწია და ესპანეთში, კერძოდ კი სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდა – მან 3 წლის მანძილზე “რასინგის”, “გრანადას”, “ერკულესის” და “მალიორკას” მაისურები მოირგო. ამას მოყვა დაბრუნება ისრაელში. ასულინი თელ ავივის “ჰაპოელში” გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და ესპანეთის მესამე ლიგაში მოთამაშე “საბადელს” შეუერთდა.
ბოლოს, ებრაელი ყაზახურ “კაირათში” თამაშობდა, კარიერის ყველაზე დიდი ნაბიჯი კი ახლა, 28 წლის ასაკში გადადგა – გადავიდა “პოლიტეჰნიკა იაშის” რიგებში, რომელიც წინა სეზონში რუმინეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩა.
ასულინს ისრაელის ნაკრებში 2008 წლის შემდეგ არ უთამაშია.
ძმებო ამ "მესის" დედაც ვატირე და ხოარ იცით სახელი როგორ შევიცვალო ააქ??? სეთინგენიდან ვერა და ვერ ვნახე საიდანაა შესაძლებელიიი თუ დამეხმარებით მაგრა დამაავალებთ
მორალი: ნუ მატრაკვეცობ და ბარსაში შანსებს დაელოდე.(წერტილიც უნდა გამოთქვათ) :დ
Ravqnat axla🤣