მომდევნო საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონას” პრიორიტეტი “ნაპოლის” ნახევარმცველის, ფაბიან რუისის შეძენა იქნება, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი სწორედ მისი თამაშის სანახავად ესწრებოდა “ნაპოლისა” და “ლეჩეს” მატჩს, რომელშიც ფაბიანმა თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
“ბარსელონას” სკაუტებს 23 წლის ფეხბურთელი მოსწონთ, რადგან მას “ბეტისში” (ყოფილი კლუბი) ისეთი სპეციალისტების ხელში, როგორებიც კიკე სეტიენი და პეპე მელი (ყოფილი მწვრთნელები) არიან, “ბლაუგრანას” სათამაშო სტილი განუვითარდა.
რუისი “ნაპოლიში” ხშირად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მას მოედანზე სერხიო ბუსკეტსის პოზიციის დაკავებაც შეუძლია, ისევე როგორც ნახევარდაცვის მარცხენა, ან მარჯვენა ფლანგზე თამაში.
“ბარსელონას” რუისის იჯარის წესით დამატება ჯერ კიდევ 2016 წელს სურდა, თუმცა “ბეტისმა” სრულფასოვანი ტრანსფერი და 6 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც კატალონიელებმა უარი განაცხადეს. “ბლაუგრანას” ფაბიანის შეძენა არც 2017 წელს გამოუვიდა, როდესაც მისი გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევრო იყო. “ბარსამ” გასული სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სცადა მისი გადმობირება, თუმცა სევილიურმა კლუბმა ფაბიანის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევრომდე გაზარდა. საბოლოოდ კი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში გამარჯვებული “ნაპოლი” დარჩა.
ახლა, Transfermarkt-ი რუისს 50 მილიონ ევროდ აფასებს. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ბარსელონა” მეოთხე ჯერზე მის შეძენას.
რუისი კარგია. ვიდალი რაკიტიჩი წავლენ. გვეყოლება არტური ფრენკი ბუსი რუისი ალენია. ხან პუჩიც. შეტევას უნდა ერთი კარგი ზამენა. პერესს გავაიჯარებდი დრო რო მიიღოს. ისეთი ზამენის ფორვარდი გვინდა გოლის ალღო რო აქვს. გამეირო ან ვინმე. ეს შეტევა კიდე 1 წელს გაქაჩავს. მერე დაგვჭირდება ბომბი ტრანსფერი სუარესი რო წავა. დაცვაში კიდე პიკეს მოუყვანონ შემცვლელი ან ტოდიბოს მისცენ დრო.
თუ ვან დე ბეეკი არ მოვა მაშინ ეს
ვან დე ბეეკი მინდა ყველაზე მეტად მაგრამ ეს თუ მოიყვანეს დე იონგი ბუსკეტსის პოზიციაზე დადგება, ხავის შემხვლელი არტური და რუისი ზუსტად ინიესტას სტილია…
მბაპე მითუმეტეს უნდა დაივიწყონ მაგას პესეჟე არასოდეს არ გაუშვებს არსად
თუ გუნდის გაძლიერება სურთ, მბაპე მოიყვანონ აი ეს იქნება გაძლიერება. ნეიმარის საქმე როგორც ჩანს სამუდამოდ გადაიდო ის უკვე სასამართლოში უჩივის ბარსას ჩელსი კი პსჟ-ს 300 მილიონს სთავაზობს და ნეიმარსაც ზღაპრულ ხელფასს. მადლობა ბართომეოს…
ჯერ არ გვინდა ვაცადოთ და 30 ს რომ გადაცდება ვიყიდოთ 200 მილიონად და ერთი წლის მერე სარფიანად ნახევარ ფასში გავყიდოთ! სასწაული სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს ))))
და ბოლოს 50 ად თუ მოგვყიდეს ეგეც კარგი იქნება
მაგარი იგროკია რუისი მარა მე ვან დე ბეეკი მირჩევნია და ჯობია დონიზე იჩალიჩონ ეს გეგმა ბე-დ ყავდეთ