ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი – პუშკაშის ჯილდოს ლეონარდო დიკაპრიო

ლეო მესი – პუშკაშის ჯილდოს ლეონარდო დიკაპრიო

მილანში, FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიის ყველაზე სახელოვანი მონაწილე, ლიონელ მესი, პუშკაშის ჯილდოს ნომინაციაზე კარიერაში მეშვიდედ არის წარდგენილი და მოგების შემთხვევაში, ეს მისთვის პირველი პრიზი იქნება. ასეთი სერია წლის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზის არცერთ სხვა ნომინანტს არ აქვს, მესის კი ამის დასრულებაში დღეს წინააღმდეგობას კოლუმბიელი და უნგრელი ფეხბურთელები გაუწევენ. 

ესპანური Marca მესის ამ მაჩვენებელს ლეონარდო დიკაპრიოს ადარებს, რომელმაც 5 წარუმატებელი წარდგენის შემდეგ, საუკეთესო როლისთვის ოსკარის მოგება 2016 წელს პირველად მოახერხა. 

პუშკაშის ჯილდოსთან ერთად, არგენტინელის გეგმებში წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღებაც შედის – ამ ნომინაციაში მესისთან ერთად წარდგენილები კრიშტიანუ რონალდუ და ვირჯილ ვან დეიკი არიან. 

დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 23 სექ 2019, 22:19

    იმედია ორივე ჯილდოს მოიგებს რონალდო საერთოდ რატო მოხვდა ამ სამეულში ვაფშე ვერ დავამუღამე მესიმ კიდე ინდივიდუალურ დონეზე აფსოლიტურად ყველას აჯობა ვან დეიკმა კიდე გაიკეთოს ის მოგებული ლიგა უკან

  • GioO_FCB
    schedule 23 სექ 2019, 22:17

    არსენალთან 2010 წელს გატანილმა არ მოიგო? საოცრად რომ აუგდო ალმუნიას თავზე ბურთი