ძალიან სასიხარულო ამბავი გავრცელდა კატალონიელთა ბანაკიდან – ესპანეთის ჩემპიონატზე, “რეალთან” გასამართ მატჩში, “ბარსას” განაცხადში მოხვდა კაპიტანი კარლეს პუიოლი, რომელსაც 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
მადრიდში გასამართ მატჩში, “ბარსას” ტრავმირებული აბიდალი და ბოიანის გარდა, დისკვალიფიცირებული მასკერანოც დააკლდება.
კატალონიელთა განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ვალდესი, პინტო;
მცველები: პუიოლი, პიკე, ალვეში, ადრიანო, მაქსველი, მილიტო, ფონტასი;
ნახევარმცველები: ჩავი, ინიესტა, ტიაგო, ჯონათანი, კეიტა, ბუსკეტსი;
თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, აფელაი, ხეფრენი.



