ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ გრაუ: “ბარსელონამ” ნეიმარის შესაძენად ყველაფერი გააკეთა

ოსკარ გრაუ: “ბარსელონამ” ნეიმარის შესაძენად ყველაფერი გააკეთა

“ბარსელონას” აღმასრულებელმა, დირექტორმა ოსკარ გრაუმ თქვა, რომ ნეიმარის საყიდლად ყველაფერი გაკეთდა, თუმცა პსჟ-ს ამის სურვილი არ ჰქონია.

ჩანდა თითქოს საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბს ნეიმარის წასვლა უნდოდა, მაგრამ “ბარსელონამ” ისეთი შეთავაზება არ გააკეთა, როგორიც მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა.

“ჩვენ მის შესაძენად ყველაფერი გავაკეთეთ.” – განაცხადა გრაუმ 2019/2020 წლის ბიუჯეტის პრეზენტაციაზე, რომლის სიტყვებსაც Marca ციტირებს.

“ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რადგან მისი დაბრუნება გვინდოდა.”

“პსჟ-ს ალტერნატივებიც შევთავაზეთ, რომლებიც უარყვეს.”

“მათ მოლაპარაკებები არ უნდოდათ.”

მდივანი ენრიკე ტომბასი გამოეხმაურა გრაუს განცხადებას და რამდენიმე დეტალი ახსენა.

“ჩვენ ორი შეთავაზება გავაკეთეთ. ერთში ფეხბურთელებს ვთავაზობდით გასაცვლელად, მეორეში არა, ორივე მისაღაბი იყო.”

განიხილეს ასევე სილესენის მიერ “კამპ ნოუს” დატოვებაც, რომლის ნაცვლად გუნდში ნეტუ მოიყვანეს.

“სილესენს წასვლა უნდოდა, რადგან მას ის დრო არ ეძლეოდა, რომელიც სურდა.” – ახსნა გრაუმ.

“თუ ის წავიდოდა, მაშინ მისი შემცვლელი უნდა გვეპოვა.”

“ჩვენ დავაკვირდით სიტუაციას და აღმოვაჩინეთ, რომ გვაკლდა გამოცდილება, ამიტომაც გადავწყვიტეთ ნეტუ შეგვეძინა.”

“ამის შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ რომ არ არსებულიყო, შეიძლება არავინ გვეყიდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში