მართალია “ბორუსიასთან” შეხვედრაში ანსუ ფატის გოლი არ გაუტანია, თუმცა მისთვის ეს დღე მაინც დაუვიწყარი იქნება, რადგან ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე ახალგზრდა დებიუტანტს შორის მოხვდა. “ბარსელონას” მომავალი ვარსკვლავი ათეულს ბოლოს შეუერთდა. წარმოგიდენთ სიის დანარჩენ წევრებს.
- ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი სელესტინ ბაბაიაროა. იგი 16 წლის, 2 თვისა და 25 დღის იყო, როდესაც 1994 წელს “ანდერლეხტის” მაისურით “სტიაუას” დაუპირისპირდა.
- ალენ ჰალილოვიჩის (16 წელი, 4 თვე, 6 დღე) დებიუტი ზაგრების “დინამოს” შემადგენლობაში პსჟ-ს წინააღმდეგ შედგა.
- იური ტილემანსი 16 წლის, 4 თვისა და 25 დღის იყო, როდესაც “ადერლეხტთან” ერთად ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, მაგრამ მისთვის საკმაოდ წარუმატებელი, ვინაიდან ბელგიურმა კლუბმა შეხვედრა 0:3 დათმო.
- კარალამპოს მავრიასი “პანათინაიკოსში” ასპარეზობდა. ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კი მაშინ შედგა, როდესაც იგი 16 წლის, 7 თვისა და 29 დღის იყო.
- ქენეთ ზოჰორს (16 წელი, 8 თვე, 19 დღე) დებიუტი “ბარსელონას” წინააღმდეგ ჰქონდა. მისდა სამწუაროდ, “კოპენჰაგენმა” კატალონიელებთან 0:2 წააგო.
- მოიზე კინი ნამდვილი რეკორდსმენია. იგი 16 წლის 8 თვისა და 25 დღის იყო, როდესაც ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა. ასევე, იგი გახლდათ “იუვენტუსის” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის შემდეგ დაიბადა.
- 2011 წლის 6 დეკემბერს ბრაიან კრისტანტე 16 წლის, 9 თვისა და სამი დღის იყო, როდესაც “მილანის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა .
- ალექსანდ პავლენკო მოსკოვის “სპარტკაში” გამოდიოდა და ლიგაზე დებიუტის დროს 16 წლის, 10 თვისა და 15 დღის იყო.
- 16 წლის, 10 თვისა და 5 დღის რომან ვალნერმა 1998 წლის 9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 37 წლის ასაკში მყოფი ფეხბურთელი პროფესიონალური სპორტიდან წელს წავიდა.
აღარ. "მილანის" საკუთრებაშია და "ჰერენვეენში" ჰყავს განათხოვრებული.
იმედია ისე არ დაიკარგება ფატტი როგორც ამ სიის ნახევარი
ეს ჰალილოვიჩი სულ დაიკარგა, არადა რა ნიჭიერია… 23 ის გამხდარა უკვე
რომელიმეს გოლი თუ აქ გატანილი? არი შანსი რო ფატი პირველი იყოს