მიუხედავად იმისა, რომ გუშინ “დორტმუნდთან” უკეთესი შედეგის დაფიქსირებაც შეიძლებოდა, “ბარსელონამ” საკუთარი გულშემატკივრები რამდენიმე რეკორდით გაახარა.
გამონაკლისი არც გერმანელი მეკარე იყო. მან გუშინდელ თამაშში ისტორია დაწერა.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან 4 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ეს საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგაზე მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკის დამუშავება დაიწყო (2003/04 წლების სეზონი). ტერ შტეგენი “შახტარის” მეკარეს, ანდრეი პიატოვს გაუათანაბრდა.
“ბარსელონამ” 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება “დორტმუნდთან” გასვლით მატჩში უგოლო ფრით დაიწყო. ეჭვგარეშეა, რომ გერმანელი მოედანზე საუკეთესო იყო. კატალონიურმა RAC1-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის დაასახელა.
ტერ შტეგენის სტატისტიკა “დორტმუნდის” წინააღმდეგ:
სეივი – 4
მოგერიებული თერთმეტმეტრიანი – 1
გამოსვლა – 1
პასი – 28
პასის სიზუსტე – 92.3%
შეხება – 36
ზუსტი გრძელი პასი – 3
მოგებული ორთაბრძოლა – 2
გამომუშავებული ჯარიმა – 1




Mama zecieric vegar ushvelis farchak barsas
მიდი შტეგო მასე უნდა განაგრძო