ლეო მესის ძმა რომ ანსუ ფატის მრჩეველია, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ახლახანს კი ის ფინანსური დეტალები გახდა ცნობილი, რომელთა თანახმადაც, პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში, არა მხოლოდ ფატი, არამედ როდრიგო მესიც იხეირებს.
კატალონიური ტელეგადაცემის, Club de la Mitjanit-ის ინფორმაციით, როდესაც ანსუ ფატი პირველ გუნდში დაწინაურდება, მისი წლიური ანაზღაურება მილიონი ევრო გახდება, მისი აგენტი როდრიგო მესი კი, ერთჯერადად, 700 ათას ევროს მიიღებს. პირველ გუნდში 3 წლის გატარების შემდეგ, ფატის ხელფასი 1.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ზატო რაიოლა ვერ წამოეპარება. თორე მესის ძმა ესვრის ეგრევე 😀
ყველა ფულს აკეთებს ქართველების გარდა ( პატიოსნად ოღონდ), მაინც რას ნიშნავს განათლების უდაბლესი დონე რომ არის ქვეყანაში