workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როისი: მესის გამოწვევა არის ის, რაც “დორტმუნდს” სურს

როისი: მესის გამოწვევა არის ის, რაც “დორტმუნდს” სურს

ლიონელ მესი “ბარსელონას” შემადგენლობაში შეიყვანეს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის რიგებში “დორტმუნდს” დაუპირისპირდება, ხოლო მარკო როისი იმედოვნებს, რომ არგენტინელი თამაშს მოახერხებს.

ლა ლიგის ჩემპიონები “დორტმუნდთან” ერთად F ჰგუფში მოხვდნენ, ხოლო მესი სეზონის პირველი თამაშისთვის ემზადება.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლა ლიგის პირველ ოთხ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მაგრამ იგი ერნესტო ვალვერდეს განაცხადში მაინც მოხვდა. პარასკევს მწვრთნელი აცხადებდა, რომ 32 წლის ფეხბურთელი ჯერ მზად არ იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა მესი, თუმცა “დორტმუნდის” კაპიტანს, მარკო როისს იმედი აქვს, რომ ასე მოხდება. ბუნდესლიგის გუნდმა საკუთარი თავი საუკეთესოს წინაშე უნდა გამოსცადოს.

“ჩვენ გვინდა, რომ მესიმ ითამაშოს, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება ხვალ,” – ციტირებს როისის სიტყვებს As.

“არ გვინდა მეტოქის შესახებ ბევრი ვისაუბროთ. ის საუკეთესოა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და მოგება გვსურს.”

“რთული თამაში გველოდება. ყურადღებით უნდა ვიყოთ, თორემ თამაშში ბევრი წვალება მოგვიწევს. გემბედავები უნდა ვიყოთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში, საკუთარი თავები უნდა ავამაღლოთ და ამის მერე გოლების გატანაზე უნდა ვიზრუნოთ.”

პაკო ალკასერი ყოფილ გუნდს შეხვდება

პაკო ალკასერი “დორტმუნდისთვის” საკვანძო ფეხბურთელი უნდა იყოს, რადგან ესპანელი თავდამსხმელი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდება.

მას შემდეგ, რაც იგი “ვალენსიადან” წავიდა, ალკასერმა “კამპ ნოუზე” ორი სეზონი გაატარა, რომელიც ბევრს წვალობდა, რომ რეგულარული როლი ჰქონოდა.

26 წლის ფეხბურთელს პირველ წელს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. მან 28 თამაშში 18 გოლი გაიტანა, ხოლო ამჟამად მის ანგარიშზე 4 მატჩში 5 გოლია.

მარკო როისმა პაკო ალკასერზეც ისაუბრა.

“მე მას რამდენჯერმე ველაპარაკე, ის მშვიდადაა,” – თქცვა როისმა. “რა თქმა უნდა, იგი აღელვებულია, რადგან მან იქ კარგი დრო გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.”

“ვიმედოვნებ, რომ იგი დაგვეხმარება. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი მოედანზე ჭკვიანურად თამაშობს.”

“ის ტოპ კლასის გოლეადორია, რომელსაც ბევრი შანსი არ სჭირდება. მისი სტატისტიკა წარმოუდგენელია. მას შეუძლია პროგრესირება ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მოთამაშეს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 17 სექ 2019, 20:21
    #4

    არ გირჩევთ მესის გამოწვევას არაა ინანებთ ბოლოს

  • messi and iniesta
    schedule 17 სექ 2019, 14:38
    #3

    დღეს სწორედ საუკეთესო ბარსელონას ნახავთ

  • Frenkie de Jong_
    schedule 17 სექ 2019, 12:57
    #2

    ციტატა: Lasha71
    მესი არ ითამაშებს და არცაა საჭირო ამ ეტაპზე!


    მეორე ტაიმიდან უნდა შემოიყვანოს თუ საჭირო გახდა

  • Lasha71
    schedule 17 სექ 2019, 12:16
    #1

    მესი არ ითამაშებს და არცაა საჭირო ამ ეტაპზე!