ახლახანს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ბარსელონას” მატჩის მთავარი არბიტრის და მისი ასისტენტების ვინაობა ცნობილი გახდა.
დორტმუნდთან დაპირისპირების მსაჯი 39 წლის რუმინელი ოვიდიუ ჰაცეგანი იქნება, რომელმაც “ბარსას” შეხვედრა აქამდე სამჯერ განსაჯა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩი კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა, თან ისე, რომ გუნდს გოლიც არ გაუშვია – 7-0 “სელტიკთან”, 1-0 “სპორტინგთან” და 2-0 “ინტერთან”.
ჰაცეგანს სტადიონს მიღმა განთავსებული VAR-ის ოთახიდან პოლონელი შიმონ მარჩინიაკი და ტომაშ კვიატკოვსკი დაეხმარებიან.
მშვენიერია ნამეტანი იღბლიანი სუდიაა იმედია მე-4 იგრასაც მოვიგებთ ამის მსაჯობით