ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბორუსია“ – „ბარსელონა“: ტომას დილანეი შეხვედრის წინ

„ბორუსია“ – „ბარსელონა“: ტომას დილანეი შეხვედრის წინ

“ბორუსიას” ნახევარმცველი, ტომას დილანეი ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრას შეეხო.

“მე ბურთის მესისავით ტარება არ შემიძლია, ამიტომ მოედანზე სხვა ფუნქციების შესრულება მიწევს. ბურთისთვის ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამარჯვება და ზუსტი მოკლე გადაცემის გაკეთება საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი თამაში დადებითად შევაფასო.

“ბაიერის” “ბარსელონას” დონეზე დაყენება არ მსურს, მაგრამ ლევერკუზენელებთან შეხვედრა ჩვენთვის კარგი გამოცდა იყო. საუბარია ბუნდესლიგის ერთ-ერთ იმ გუნდზე, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.

თავდაცვაში შესანიშნავად ვმოქმედებდით. ბურთს დიდი ხნით ვკარგავდით, მაგრამ კარგად გადავადგილდებოდით. ეს “ბარსელონასთანაც” აუცილებელი იქნება. თავდაჯერებულები ვართ.

“ბარსელონას” წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ მითამაშია (“კოპენჰაგენის” შემადგენლობაში, 2010). საშინაო შეხვედრა ფრედ, 1:1 დავასრულეთ. ვფიქრობ, ღირსეული შედეგია.”-წერია ტომას დილანეის სიტყვები Goal-ზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 15 სექ 2019, 23:03

    მერე ბარსელონა ლევერკუზენი არ გეგონოს ბურთს დაკარგავ და ბარსა დაგსჯის ლევერკუზენისგან განსხვავებით