ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “რეალიდან” “ბარსელონას” შესაჩერებლად დამიკავშირდნენ

მოურინიო: “რეალიდან” “ბარსელონას” შესაჩერებლად დამიკავშირდნენ

ჟოზე მოურინიომ “რეალში” გატარებული წლები მისი კარიერის საუკეთესო გამოცდილებად აღიარა, სადაც მუშაობდა იმაზე, რომ “ბარსელონას” დომინირება შეეწყვიტა.

პორტუგალიელი მწვრთნელი “ლოს ბლანკოსს” 2010-2013 წლებში წვრთნიდა, ხოლო მისი საუკეთესო მომენტი 2012 წელს, ლა ლიგის ტიტულის მოგება იყო.

მოურინიომ მადრიდში, 178 მატჩიდან, 128 მოიგო. ასევე კოპა დელ რეისა და ესპანეთის სუპერ თასის ტიტულები 2011 წელს.

“რეალში” მუშაობა ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო, როგორც მწვრთნელისთვის და როგორც ადამიანისთვის, გაკვეთილები, რომლებიც ვისწავლე ჩემი კარიერისთვის და ცხოვრებისთვის. ეს კარიერის საუკეთესო მომენტი იყო, ნამდვილი ფანტასტიკა,” – თქვა მან პორტუგალიურ ტელეგადაცემაში, რასაც Marca ადასტურებს.

“რაც მე მათ “რეალში” მთხოვეს, ჩემს ბუნებას შეესაბამისებოდა. მათ მითხრეს, რომ ჰყავთ საუკეთესო გუნდი მსოფლიოში, თუმცა “ბარსელონა” მათზე დომინირებდა და საჭირო იყო სიტუაციის გამოსწორება.”

“ჩვენ “ბარსელონასთვის” ხელი უნდა შეგვეშალა და ამიტომაც “მესტალიაზე” გამართული ფინალი მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩვენ მოვიგეთ ლა ლიგა, სუპერ თასი, მაგრამ გამოვვარდით ჩემპიონთა ლიგის 3 ნახევარფინალიდან.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • ზ უ რ ა
    schedule 13 სექ 2019, 13:26

    კარგად კი შეაჩერე.პირველივე იგრაში გაგიყარეს პორტუგალიურ დუმებში.:დდდ

  • Romarioo
    schedule 13 სექ 2019, 12:33

    ციტატა: me da barca
    ერთი კოპათი ამაყობს ეს ავტობუსა. თამაშის სტილითაც ამაყობ ალბათ.
    ამის დროს რეალი იყო უსაზიზღრესი გუნდი, რომელიც მოედანზე ნაჯახებით გამოდიოდა. ერთი კლასიკო არ ჩატარებულა ინციდენტის გარეშე. რამოსი , პეპე, კარვალიო, მარსელო, იოზილი, ალონსო. რომელი ერთი გავიხსენო, ზოგი აქედან დაიბადა, როგორც ცხოველი, ზოგი კი ამან აქცია. ვილანოვას რაც გაუკეთა ეს ცალკე თემაა.


    ამის საქციელები რომ გულს აგირევდა მაგაზე არც ღირს დავა,მაგრამ არც ჩვენი ბიჭები იყვნენ ანგელოზები,კარგი მსახიობური ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი,მაგრამ ეს ერთგვარი ფანდი იყო,მათ ფსიქოლოგიაზე კარგად თამაშობდნენ.

  • Bola
    schedule 13 სექ 2019, 11:20

    მაგრად გვაჩერებდი მაუუ :დდდ

  • Magician
    schedule 13 სექ 2019, 11:14

    5-0 🙂 <3