კატალონიური გადაცემის La Porteria-ს თანახმად, “ბარსელონას” სპონსორები ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენიდან” დაბრუნებას მხარს უჭერდნენ.
ამბობენ, რომ იაპონური კომპანია “რაკუტენი”, რომლის სახელიც “ბარსელონას” ფორმაზე წერია და “ნაიკი”, უმსხვილესი ამერიკული ბრენდი, რომელიც “ბარსასთვის” ფორმებს კერავს, ნეიმარის დაბრუნებას ითხოვენ.
საინტერესოა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, სანდრო როსელსაც, რომელმაც ბრაზილიიდან ნეიმარი შეიძინა, სურს ეს ყველაფერი.
ახლანდელი პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ, როსელის მეგობარია. იგი სხვადასხვა ქმედებებში ბრალის წაყენების გამო გადადგა. თუ როგორ რეაგირებს როსელი “ბარსაზე” – სპეკულაციის საგანია. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ბრაზილიაში “ნაიკის” ხელმძღვანელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მას თითქმის ყველა მხარესთან აქვს კონტაქტი, “რაკუტენის” გარდა.