“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ გლებმა კატალონიაში გატარებულ წარუმატებელ წლებზე ისაუბრა.
“ალბათ, მე თვითონ ვარ დამნაშავე. პირად ცხოვრებაში არსებული დაძაბული ვითარების გამო ნერვებს ვერ ვთოკავდი და არავის ვუსმენდი.
გვარდიოლა მეუბნებოდა: “ისწავლე ესპანური!”, მე კი საპასუხოდ, მიზანმიმართულად ვიქცეოდი აგრესიულად. რომელი მწვრთნელი აიტანს ამას? მითუმეტეს მაშინ, როცა “ბარსელონაში” ხარ.”-მოჰყავს გლების სიტყვები Матч ТВ-ის პრეს-სამსახურს.