ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: პერესს დეივისის თასზე დავპატიჟებდი

პიკე: პერესს დეივისის თასზე დავპატიჟებდი

“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ “რეალისა” და “ატლეტიკოს” მოთამაშეებს დეივისის თასზე სიამოვნებით დაპატიჟებდა.

“ბუნებრივია, პერესს დეივისის თასზე დავპატიჟებდი. ფეხბურთი და ტენისი ორი განსხვავებული სპორტის სახეობაა. აგრეთვე მოვიწვევდი “რეალისა” და “ატლეტიკოს” მოთამაშეებსაც.

როცა საქმე ფეხბურთს ეხება, ჩვენ შორის მეტოქეობაა, ხოლო ერთი ტრიბუნიდან ტენისის ყურება – სულ სხვა საკითხია.

ვფიქრობ, ორივე გუნდის ფეხბურთელები მოისურვებენ იმის ნახვას, თუ როგორ იბრძოლებს რაფა ნადალი და მისი ესპანური კოლექტივი რიგით მეექვსე ტიტულისთვის.“-მოჰყავს პიკეს სიტყვები Tennis World USA-ს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში