workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
PES 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელები რონალდუ და მესი არიან

PES 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელები რონალდუ და მესი არიან

Sports.ru-ს კიბერსპორტული გვერდი გვამცნობს, რომ საფეხბურთო სიმულატორის, Pro Evolution Soccer 2020-ის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან. მათი რეიტინგი 94-ს უდრის.

Konami-ს აღნიშნული პროდუქტი 10 სექტემბერს გამოვიდა და ის ხელმისაწვდომია პერსონალურ კომპიუტერებზე, Xbox One-სა და PlayStation 4-ზე.

PES 2020-ის ტოპ ათეული

1. ლეო მესი – 94

2. კრიშტიანუ რონალდუ  – 94

3. ნეიმარი – 92

4. ედენ აზარი – 91

5. ვირჯილ ვან დეიკი – 91

6. სერხიო აგუერო – 91

7. ლუის სუარესი – 91

8. ალისონი – 90 

9. მოჰამედ სალაჰი – 90

10. კევინ დე ბრუინე – 90

PES-ისგან განსხვავებით, FIFA 20-ს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ლიონელ მესის სახით (94). ის რონალდუს ერთი სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო ნეიმარს კი – ორით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward