“სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” “ბარსელონას” ძირითადი გუნდის წევრებმა ივარჯიშეს.
წვიმის გამო სესია დროებით შეწყდა, მაგრამ ამინდის გაუმჯობესებისთანავე მოთამაშეებმა დაწყებული საქმე ბოლომდე უპრობლემოდ მიიყვანეს.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არსებული ამოცანების “ამოხსნის” შემდეგ ჯგუფს შეუერთდნენ სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს სარეზერვო გუნდის წევრებმაც – სერჟი პუჩმა, არაუხომ, კოლადომ, რიკი პუჩმა და სავერიომ. ბაზაზე იყვნენ ტენასი და ანსუმანე ფატიც.




კარგია კარგია
ბუსი კლასიკააა